... (Q-1335), XVIII ს.

490. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი გამინათლა ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა ვუთხარ ამისთანა

491. ბახჩა შეველ არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასუია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭნელი დაუმჭნარი

492. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბითა თუალითა

493. დიდ ხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კვლა მიმცა ალმან მურსა

494. ასმათ გამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დრამანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტიარე

495. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დაჰჴაშ სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

496. მე უთხარ დაო შენგან მეჭუ ამა გულისა წამალსა ზენა არ სულთა ნუ გამყრი ამბვითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა

497. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ჴელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

498. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელსა წინაშე მოწერილი

499. მოეწერა რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგუარა თუ მანდა გეხმე ვინ პატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა

500. უბრძანე წვევა ლაშქართა გ[ა]ვგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხუი მოკრფეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთოფ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

501. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხან დაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცათ დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯრისა ხუარაზმულობა

502. ავმართე დროშა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

503. შინა მოველ დაღრეჯილსა გულსა სეუდა მიიეფდა თუალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვჰთქვი თუ ჯერთცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იჴელთა რადგან ასრე ვერ მოკრეფდა

504. შინა მოველ სეუდიანი არ ნადიმად ღვინოს უსმიდი წამ წავიდი სოფლისაგან მადლი ღმერთსა შვსწირვიდი ვერცა ვიჯდი ვერცა ვიდგი არა ვიცი რასა ვჰზმიდი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა მეფისაკენ წაცავიდი

505. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართუა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთუის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

506. მიამა უფრო გავხელდი საქმისა მიუმხუდარია მადლი შევჰკადრე უფალსა ვიაჯე ზეენარია მზესა ვეშაპი შეიპყრობს მე მისად მსგავსად ვარია დავაგდე სრისა ალაგი ბაღისა ვლახე არია

507. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოულე მოგელის ლომსა მთუარეო

508. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკვ{ი}რველი და ღარიბი უცხო პირითა ტანითა