... (Q-376), XIX ს.

488. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე. აწცა ჩემთჳსცა ესე ჟამი, მასუჱ ჟამსა დავადარე. სამჴრე შენი მომიჳდა, შემოჳბი მკლავსა გარე. რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე:-

489. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე. ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრივ ვერა ვჰპოვე. დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშუჱლე რა მარგე მოვე. სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე:-

490. ქალი ადგა გამეყარა, დავჰსწევ ამოდ დამეძინა. მაგრამ შევჰკრთი საყუარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა. გამეღჳძა აღარა მყუა, სულდგმულობა მომეწყინა. ღამე ასე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა:-

491. დილასა ადრე სრას მიჴმეს, დღე იქმნა რა ყე ჟამითა. ავდეგ ვჰსცან მათი ჰამბაჳ, წასულა ვჰქმენ მითუჱ წამითა. ვნახე ორნივე ერთგან ჰსხდეს, სახითა ოდენ სამითა. რა მიველ მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჰჯე სკამითა:-

492. მიბრძანეს თუ ღ~თნ ასე, დაგუაბერნა დაცაგვლია. ჟამი გუახლავს სიბერისა, სიყმაწჳლე გარდგჳვლია. ყმა არ მოგუცა ქალი გჳვის, ვისგან შუქი არ გუაკლია. ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამად ზედა წაგვითვლია:-

493. აწ ქალისა ჩუჱნისათჳს, ქმარი გჳნდა სად მოვნახოთ. რომე მივცეთ ტახტი ჩუჱნი, სახედ ჩუჱნდა გამოვსახოთ. სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევანახოთ. არ ამოვჰსწყდეთ მტერთა ჩუჱნთა, ჴრმალი ჩუჱნთჳს არ ვამახოთ:-

494. ჰსვთქჳ თქუჱნი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების. მაგრამ კმა ჩემდა იმედად, ვინ მზესა დაედარების. ვისცა ჰსთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების. სხუამცა რა გკადროთ თჳთ იცით, მაგას რა მოეგუარების:-

495. დავიწყეთ ჰრჩეუა საქმისა, გული მიძს თუცა მელია. ვჰსთქჳ ჩემგან დაშლა ამისი, არ ითქმის არ საქმნელია. მეფემან ჰბრძანა ხუარაზმშა, ჴელმწიფე ხუარაზმელია. თუ მოგუცემს შჳლსა საძეოდ, მისებრივ არ რომელია:-

496. რომე პირუჱლუჱ დაესკუნათ, მათ ესე შეეტყობოდა. ერთმანერთსაცა უჭურეტდეს, სიტყუაცა აგრე ჰსწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ჰამბად არ ეგებოდა. ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მიდამო ჰკრთებოდა:-

497. დედოფალმან ჰსთქუა ხუარაზმშაჰ, მეფეა მორჭმით მჯდომელი. მათსამცა შჳლსა სასიძოდ, ჩუჱნთჳს სხუა ჰსჯობდეს რომელი. შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რადგან თჳთ იყო მდომელი. მოწმობა დავჰრთე დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი:-

498. გაგზავნეს კაცნი ხუარაზმშას, წინა შჳლისა მთხოველი. შეჰსთუალეს გახდა უმკჳდროდ, სამეფო ჩუჱნი ყოველი. არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი. თუ მოგუცემ შჳლსა სამისოდ, სხუასა ნუღარას მოელი:-

499. კაცნი მოჳდეს აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა. გახარებოდა ხუარაზმშას, სიხარულითა დიდითა. ებრძანა მოგუხუდა ღ~ისაგან, ჩუჱნ რომე ვინატრიდითა. თჳთ მაგისებრსა შჳლსამცა, ჩუჱნ ჴელსა რასა ვჰხდიდითა:-

500. კულავ გაგზავნეს სხუანი კაცნი, სასიძოსა მოყუანებად. დაავედრეს ნუ აყოვნებთ, მოდით ჩუჱნად ნაბრძანებად. მე მაშურალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსუჱნებად. გულსა სევდა შემომაწუა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად:-

501. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, ქუჱვსჯე ლაღი და ჯანისად. წიგნი მომართუა ეწერა, ვინ ჰსჩანს ალჳსა ტანისად. ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად:-

502. შევჯეგ წაველ ბაღჩას მიველ, ვითა ჰსცნობდე ლხინთა ზომით. ბაღჩას შეველ კოშკი დამხუდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით. იყო დია ნატირება, ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით. დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სწადდა მისულა ნდომით:-

503. იგი ვნახე დაღრეჯილი, გაღანამცა დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყუა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოჰსწჳმდა. ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა:-

504. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა. შინა კოშკად შემიყუანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ ვნახე იგი მთუარე, ჭირმან ყველამა უკუმრიდნა. გულსა შუქი შემომადგა, მაგრამ გული არ დამიდნა:-

505. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი. ებურა მოშლით პიროქრო, რიდე მე მივეც რომელი. მითუჱ მწუანითა მოსილი, მიწოლით ტახტსა მჯდომელი. ცრემლისა ღუარსა მოეცუა, პირი ელუათა მკრთომელი:-

506. ქუჱწუა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ გამეხებული. არცა მზე ჰგუანდა არც მთუარე, ხე ალუა ედემს ხებული. ასმათმან დამსუა შორსგუარად, გულსა მე ლახუარ ხებული. მერმე წამოჯდა წარბშერჭმით, გამწყრალი გარისხებული:-

507. მიბრძანა მიკჳრს რად მოხუჱლ, მშლელი პირისა მტკიცისა. გამწირაჳ და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა. მაგრამ ნაცუალსა პასუხსა, მოგცემსო ზენამ იცისა. ვჰკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან კმად უჳცისა:-