... (H-54), 1680 წ.

470. იქით: და: აქათ: მომისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახნე: წყალნი: და: ველია: ცხენი: მომგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია:

471. წამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მიველ: დავაბრუნვე: მეფე: მომყუა: სახლთა: ძირსა: შინა: მიველ: უარ: გავჴე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქვი: თუ: მოვჰკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა:

472. ფარსადან: ღმერთსა: შესწირა: რაცა: აქუს: მოგებულია: ყოველნი: მადლსა: შესწირვენ: მცირე: და: დიდებულია: დედოფალი: ტირს: ცხელითა: ცრემლითა: მილ: გებულია: წამწამ: მოვიდის: მნახვიდის: ტან: სარო: აგებულია:

473. ზაფრანის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათიათასმან: დანამან: საწოლის: მეკარე: შემოდგა: მოლარე: გაიყვანა: მან: ვთქუი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან:

474. ქალი: მოვიდა: იკითხა: ამბავი: რაზმთა: მფრეწისა: ტანად: ალვა: და: ლომგული: პირად: მზე: მინა: რეწისა: მისთა: შუქთაგან: მთუარესა: არ: ძალ: აქუ: გარდახვეწისა: მიჴმეს: მიბრძანეს: ამბავი: მე: მივეგებე: მეწისა:

475. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქუი: ვჰკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე: გამიკუირდა: სხვად: გულისა: ვითამცა: ვქენ: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭუა: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მით: ხე:

476. წიგნი: მომცა: ასმათისი: გული: შენი: ნუ: დაბნდების: ვნახოთ: ამა: მუხთალთაგან: ჩუენსა: თავსა: რა: მოჴდების: მას: მიჯნური: არა: ჰქუიან: ვინცა: დღისა: წინ: მოჰკვდების: რასთუის: უშობ: რასთვის: ბნდები: სული: რასთუის: ამოგჴდების:

477. მე: გამიკვირდა: სით: უყუარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა: ჩემგან: იმედსა: გარდასწყუეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: აშიკობასა:

478. დღენი: გამოჰჴდეს: მე: გული: უფრორე: დამწუეს: კვლავ: ალთა: ვეღარ: ვუჭვრეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

479. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გაჴსნევა: ჴელისა: გავიჴსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა:

480. ჴელ: გაჴსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქვას: რა: მინა: მონააო: ასმათისი: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შინა: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

481. ასმათის: წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატყევ: ლამოდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხად: გავეც: ჟამია: მართალ: ხარ: გაკუირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა:

482. გულსა: ვარქვი: თუ: ლახვარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად: ჰინდონი: მმონებებ: აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეიგებენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ:

483. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყუანა: უთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიჴსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთუის: კულა: უფრო: მმართებს: ლხინება:

484. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსანნი: გაასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა:

485. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულდაღებულნი: მეფემან: გასცნა: მრავალი: თუალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

486. მეფემან: გასცა: მას: დღესა: მრავალნი: საჭურჭლენია: ლაშქართა: მისცა: ურიცხუი: ჯოგი: რემა: და: ცხენია თავსა: ვჰკრძალევდი: სირცხუილად: ვიახელ: შენარცხენია: ღმერთსამცა: რად: დაებადა: მათებრნი: ჴელმწიფენია:

487. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქუიან: ალვად: შევქენ: სუმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

488. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: იკითხავსო: ინახვისცა: ამირბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: ვარქუი: საწოლს: წაიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

489. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნათა: აუგისა: საკრძალველად: