... (S-2781), XIX ს.

468. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გაყრილვარ მას აქათ თუეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წამოდი თუცა დაშვრომის ჟამია

469. შევეკაზმე დარბაზს მივე დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე სჯდა შეკაზმული შვენებითა მსგავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

470. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭურეტად სასურველია მან განანათლოს მჭურეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქმნელად ქმენ არა საზოზღნელია

471. აწ მითქუამს საქმე უშენოდ შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხვდით მოვალ შვებული

472. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ვჰჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა

473. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილგუარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

474. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ჴხელთასა მეფე გარდახდა დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

475. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა დასდასად უბანუბანი სრულად ნათლითა ადევს სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწმარგალიტნი ტყუბანი

476. ნაომარსა დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

477. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით ვუჭურეტდი მიჭურეტდა სხვად არად მეუბნებოდა თუალსა მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

478. შეიქმნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხუა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყოველი ფეროზისა და ლალისა არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა

479. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა

480. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გუაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალარნ შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

481. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თჳთ შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

482. კულავ ცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალი წამოვიდა შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

483. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდის მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

484. მონა მოვიდა მიამბო ამბავი მე მართალია თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარჩქარად გულგამკრთალია მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

485. მე ვისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად ხელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად აღარ მივუშვი ვაკოცე ქმნადღა თაყვანის ცემისად ვკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

486. მიანბე მისი ამბავი სხვად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არ სათნებია დღეს ერთმანერთი გინახავსთ და ტურფად მოგწონებია აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დერაჯანისა საყვარელსა თვისსა ტარიელის თანა მიწერილი