... (S-4988), XVII-XVIII სს.

470. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა: თვალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა: ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა: ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რადგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა:

471. შინა჻ მოველ჻ სეუდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი: წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღმერთსა჻ შვსწირვიდი: ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვზმიდი: თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი:

472. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკვირვებულსა: ასმათის჻ წიგნი჻ მამართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა: ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთვის჻ მოსურვებულსა: მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა:

473. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხუდარია: მადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია: მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია: დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლახე჻ არია:

474. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო: შეღამდა჻ წაველ჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო: სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო: სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთვარეო:

475. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანის჻ ბანითა: გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქ჻ მონავანითა: ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწვანითა: საკრძალავი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირითა჻ ტანითა:

476. შეველ჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად: გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ მადგა჻ სვეტად: მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად: ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭურეტად:

477. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამილბარსა: მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა: დავჯე჻ მივსცენ჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა: მიკვირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა:

478. მიბრძანა჻ ძუღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა: მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა: დაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა: მაგრამ჻ ჴამს჻ ჩემგან჻ სირცხვილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა:

479. თუცა჻ მართებს჻ დედაკაცსა჻ მამაცისა჻ დიდი჻ კრძალვა: მაგრა჻ მეტი჻ უარეა჻ არა჻ თქმა჻ და჻ ჭირთა჻ მალვა: მე჻ თუ჻ ზეპირ჻ მიცინია჻ ქვე჻ ქვე჻ მითქუამს჻ იდუმალ჻ ვა: ძოღან჻ ქალი჻ გამოვგზავნე჻ ვქენ჻ მართლისა჻ შემოთვალვა:

480. ერთმანერთისა჻ მას჻ აქათ჻ რაცა჻ ორთავე჻ ვიცითა: აწცა჻ მიცოდი჻ საშენოდ჻ მითვე჻ პირითა჻ მტკიცითა: ამას჻ შევსჯერდი჻ დიდითა჻ ზენაარით჻ და჻ ფიცითა: გეცრუვო჻ ღ~თნ჻ მიწა჻ მქნას჻ ნუმცა჻ ცხრითავე჻ ვზი჻ ცითა:

481. აწ჻ შეები჻ ხატაელთა჻ ილაშქრე჻ და჻ ინაღირე: ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაგემარჯოს჻ მორჭმულიმცა჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე: მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ კულაცა჻ ნახვა჻ მომხუდებოდეს჻ შენი჻ ვირე: გული჻ მამეც჻ გაუყრელად჻ ჩემი჻ შენთუის჻ დაიჭირე:

482. მოვახსენე჻ არ჻ მეწყალვის჻ თავი჻ შენთუის჻ დასაწველად: მაგრა჻ რადგან჻ დამარჩინე჻ არ჻ გამოსჩნდი჻ ჩემად჻ მკულელად: შენ჻ სინათლედ჻ თვალთად჻ ჩემთათ჻ მიჩნდე჻ მზეებრ჻ სანახველად: აწ჻ შევება჻ ხატაელთა჻ მუნ჻ გამოვჩნდე჻ ლომი჻ ქველად:

483. აწ჻ რასაცა჻ მე჻ მაღირსებ჻ ჴორციელი჻ არვინ჻ ღირს჻ ა: მოწყალება჻ იჩქითია჻ ღ~თისა჻ ამად჻ არ჻ მკუირსა: შენთა჻ შუქთა჻ შემამადგამ჻ გულსა჻ ბნელსა჻ ზედა჻ ჭვირსა: შენი჻ ვიყო჻ სადამდისცა჻ დამიყოფდეს჻ მიწა჻ პირსა:

484. ზედან჻ წიგნსა჻ საფიცარსა჻ შეჰვფიცე჻ და჻ შემომფიცა: მისგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ამით჻ უფრო჻ დაამტკიცა: უშენოსა჻ მოწონება჻ ვისიცაო჻ გულსა჻ მიცა: ღ~თი჻ მამკლავს჻ ამას჻ იქით჻ თავსა჻ ვეტყუი჻ ამას჻ ვსწურთნიცა:

485. დავჰყავ჻ ხანი჻ მას჻ წინაშე჻ სიტყუანიცა჻ ტკბილნი჻ ვთქვენით: ვჭამეთ჻ ამო჻ ხილი჻ რამე჻ ერთმანერთსა჻ ვეუბენით: მერე჻ ავდექ჻ წამოსავლად჻ ტირილით჻ და჻ ცრემლთა჻ დენით: მისთა჻ შუქთა჻ შვენებანი჻ ნათლად჻ მადგეს჻ გულსა჻ ფენით:

486. მეძნელებოდა჻ სიშორე჻ მისი჻ ბროლ჻ ბალახშ჻ მინისა: მე჻ გამიახლდა჻ სოფელი჻ მქონდა჻ სიმრავლე჻ ლხინისა: ჩემად჻ ჩნდა჻ იგი჻ სინათლე჻ ეთერით჻ მზედ჻ ნაჩინისა: აწ჻ მიკუირს჻ მისსა჻ გაყრილსა჻ გული჻ მიც჻ კლდისა჻ ტინისა :

487. დილასა჻ შევჯე჻ უბრძანე჻ ჰკარით჻ ბუკსა჻ და჻ ნობასა: სრულთა჻ სპათასა჻ ვერ჻ გითხრობ჻ სისწრაფით჻ არ჻ უმზობას: ლომმან჻ მივმართე჻ ხატაეთს჻ ვერვინ჻ მიზრახავს჻ ჴრდლობასა: უგზოსა჻ ვლიდეს჻ ლაშქარნი჻ ვერ჻ ეტეოდეს჻ გზობასა:

488. დავაგდე჻ ზღვარი჻ ინდოთა჻ მევლო჻ პაშტაი჻ ხანია: რამაზის჻ კაცი჻ მემთხუია჻ ხატაეთს჻ ზედა჻ ხანია: მოციქულობა჻ მამართვა჻ გულისა჻ მოსაფხანია: ჩუენთა჻ მგელთაცა჻ დასჭამენთქუენნი჻ ინდოთა჻ თხანია:

489. მე჻ შემამძღუნეს჻ რამაზისგან჻ ძღუნად჻ საჭურჭლე჻ საშინელი: ეთქუა჻ კადრებს჻ ნუ჻ ამოგუწყუეტ჻ არის჻ შენგან჻ არსაქნელი: ზენაარი჻ გამოგუიღე჻ მით჻ გვაბია჻ ყელსა჻ წნელი: მაურვებლად჻ მოგახსენნეთ჻ თავნი჻ შვილნი჻ საქონელი: