... (S-4988), XVII-XVIII სს.

490. რაცა჻ შეგცოდეთ჻ შეგუინდე჻ თვით჻ ჩუენვე჻ შეგუინანია: თუ჻ ღმრთულებრ჻ შეგვიწყალებდეთ჻ აქა჻ ნუ჻ მოვა჻ სპანია: ქვეყანა჻ ჩუენი჻ არ჻ ასწყდეს჻ რისხუით჻ არ჻ დაგვტყდენ჻ ცანია: თქუენ჻ მოგცეთ჻ ციხე჻ ქალაქი჻ მოგყუენ჻ ცოტანი჻ ყმანია:

491. გვერდსა჻ დავისხენ჻ ვაზირნი჻ ვიუბნეთ჻ გავიზრახენით: მითხრეს჻ თუ჻ ხარო჻ ყმა჻ წუილი჻ ბრძენი჻ მით჻ კადრებთ჻ გლახ჻ ენით: არიან჻ ერთობ჻ მუხთალნი჻ ჩუენ჻ ერთხელ჻ კულაცა჻ ვნახენით: არამცა჻ მოგკლეს჻ ღალატად჻ არამცა჻ ვივაგლახენით:

492. ჩუენ჻ ამას჻ ვარჩევთ჻ წახვიდე჻ კარგითა჻ მართ჻ მამაცითა: ლაშქარნი჻ ახლოს჻ გუეკიდნენ჻ სცნობდენ჻ ამბავსა჻ კაცითა: გულ჻ მართლად჻ იყუნენ჻ მიენდევ჻ აფიცე჻ ღ~თითა჻ და჻ ცითა: არ჻ დაგმორჩილდენ჻ შერისხდი჻ რისხვითა჻ კულავ჻ და჻ კულაცითა:

493. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ ვაზირთა჻ ნავაზირები: შევსთუალე჻ რამაზ჻ მეფეო჻ ვცან჻ შენი჻ დანაპირები: სიკუდილსა჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ დაგვიდგამს჻ ვერ჻ ქვითკირები: ლაშქართა჻ დავჰყრი჻ წამოვალ჻ ცოტადრე჻ შენკერძ჻ ვირები:

494. მათ჻ ლაშქართაგან჻ სამასნი჻ კარგი჻ მოყმენი჻ ქველანი: თანა჻ წამომყუეს჻ წაცაველ჻ დავჰყარენ჻ სპანი჻ ყველანი: დავედრე჻ სადა჻ მე჻ მევლოს჻ ვლენით჻ იგივე჻ ველანი: ახლოს჻ მამდევდით჻ მიშველდით჻ გიჴმობ჻ თუ჻ მინდენ჻ შველანი:

495. სამ჻ დღე჻ ვიარე჻ მემთხვია჻ სხვა჻ კაცი჻ მისვე჻ ხანისა: კულავ჻ ეძღუნა჻ უცხო჻ მრავალი჻ შესამოსელი჻ ტანისა: ებრძანა჻ მწადსო჻ სიახლე჻ შენ჻ ლაღისა჻ და჻ ჯანისა: რა჻ შეგეყარო჻ მაშინ჻ სცნა჻ კულავ჻ ძღუნობა჻ ამისთანისა:

496. კულაცა჻ ეთქვა჻ მართალია჻ აზომ჻ ჩემი჻ მონახსენი: მე჻ თვით჻ წინა჻ მოგეგებვი჻ მესწრაფების჻ ნახვა჻ შენი: მოვახსენე჻ დია჻ ღმერთო჻ ბრძანება჻ ვქენ჻ მეცა჻ თქუენი: ტკბილად჻ ვნახნეთ჻ ერთმანერთი჻ ვიყვნეთ჻ ვითა჻ მამაძენი:

497. მუნით჻ წასული჻ ჩამოვჴე჻ ტევრისა჻ რასმე჻ კიდესა: კულავ჻ მოციქულნი჻ მოვიდა჻ სალამად჻ არ჻ დამრიდესა: წინა჻ ტურფათა჻ ტაიჭთა჻ ძღუნად჻ ჩემთვის჻ წამოზიდესა: შენსა჻ ნახვასა჻ მეფენი჻ თქუეს჻ მართლად჻ ინატრიდესა:

498. კულაცა჻ ეცნა჻ მოციქულთა჻ მოსულა჻ წინა჻ გაეგება: გარდაჴდეს჻ და჻ თაყვანისცეს჻ სხვაგნით჻ სხვათა჻ ჰკადრეს჻ ქება: კაცმან჻ ვითმცა჻ შეგიშალოს჻ რაცა჻ გინდეს჻ თქუენი჻ ნება: რად჻ გვიწყრებით჻ შეუცოდრად჻ ეგე჻ საქმე჻ ვით჻ ეგება:

499. გაგვეხარდეს჻ ესე჻ თქმანი჻ ვიხარეთ჻ და჻ ვინადირეთ: ქორითა჻ და჻ ავაზითა჻ უცხო჻ სულნი჻ დავიჭირეთ: მჴეცნი჻ მოვსრნეს჻ მახვილითა჻ ჩვენნი჻ მბრძოლნი჻ ავატირეთ: ვლაღობდით჻ და჻ ვთამაშობდით჻ სწრაფად჻ მოსლვა჻ დავაპირეთ:

500. მითხრეს჻ მეფე჻ მოგეგებვი჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები: სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხვალე჻ ადრე჻ შეგეყრები: მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგა჻ დავდგი჻ არ჻ მზირები: მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერდგან჻ დაწვეს჻ ვით჻ მაყრები:

501. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ აზომ჻ თურე჻ არ჻ წაჴდების: ერთი჻ კაცი჻ უკმორესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების: დიდი჻ მაცო჻ თქუენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების: გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ შენი჻ არ჻ იქნების:

502. მე჻ მამისა჻ თქუენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი: თქუენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გარდმოვარდი: მკუდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი: ყოველსავე჻ მოგახსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი:

503. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთუის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ: მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ სიამოვნით჻ არ჻ შეგწევენ: ილათითა჻ მიგიყუანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ: სასიკუდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწუევენ:

504. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ: ერთგან჻ შენთვის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ: კულავ჻ სხვაგან჻ გითქს჻ სამი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიჴმობენ: აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწევი჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ:

505. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭურეტნი჻ ვერ჻ გელევიან: მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან: კვამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ შენ჻ მოგეხვევიან: რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან:

506. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიჴდიდია: რომე჻ არ჻ მოვჰკუდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია: აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ აწვე჻ მათთანა჻ მიდია: თუ჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ მემცა჻ ვარ჻ განაკიდია:

507. არვის჻ გავენდევ჻ სულდგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია: რაცა჻ იქნების჻ იქნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია: მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ თუ჻ გზაცა჻ შორია: შევსთვალე჻ ფიცხლად჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია:

508. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყუა჻ ტკბილი჻ შევუთვალე: რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე: ნახევარ჻ დღე჻ სხვა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე: განგებაა჻ დღესცა჻ მამკლავს჻ ქვემცა჻ სადა჻ დავიმალე:

509. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტვერი჻ დავინახე: ვთქვი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთვის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე: ჩემიც჻ გაჰკუეთს჻ ჴორცსა჻ მათსა჻ ჴმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ვახე: მაშინ჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე: