... (H-925), XVIII ს.

469. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

470. მიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგულია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არა სმა არა გაგვა ამად ზედა წაგვიგია

471. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ საჴელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩუენთა ჴმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

472. ვთქუი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩემად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგუარების

473. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ჴელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არრომელია

474. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ანბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო კრფებოდა

475. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ვკადრე რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

476. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდევ გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

477. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა

478. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედნეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწევ ჭირთა მოპოვნებად

479. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მამართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

480. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლუა ნდომით

481. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლა სიტყვა არ მამიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

482. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყუანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრამ გული არ დამიდნა

483. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურნეს მოშლით პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

484. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭუმით გამწყრალი გამეხებული

485. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პასუხსა მიგცემსო ზენამ იცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

486. ვთქუი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნო მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწუავ ამით ალსა

487. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გატეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინა ცუდად შენი ჴელოვნება

488. გახსოვს ოდეს აჰა აჰა ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს