... (S-1727), 1837 წ.

469. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა჻ იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა჻ ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა჻ აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა჻

470. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი჻ ომ გარდახდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი჻ ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი჻ ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის: მათრლად არს არ კატაბანი჻

471. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა჻ იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა჻ მეფე გარდახდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა჻ შევხედენ დავჰკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა჻

472. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი჻ ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი჻ სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი჻ მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი჻

473. ნაომარსა დაკოდილსა: ჴელი ყელსა ჩამომება჻ დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მომეგება჻ ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება჻ მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება჻

474. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა჻ პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა჻ მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა჻ თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა჻

475. შეიქნა სმა და პურობა მგზავსი მათისა ძალისა჻ სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა჻ თასი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა჻ არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა჻

476. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა჻ რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა჻ კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა჻ რა უამია პირის პირ საყვარელისა ჭვრეტასა჻

477. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან჻ მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან჻ ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან჻ მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან჻

478. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან჻ არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგჴდით ტურფად გშვენიან჻ აწ გქონდეს ასი კლიტენი ვის შუქნი მოგიფენიან჻ თჳთ შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან჻

479. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა჻ კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითა და ჩანგთა ჟღერა჻ დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა჻ ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული გვანდა ვერა჻

480. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა჻ საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე იმა ცეცხლთა შრეტისა჻ მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა჻

481. მონა მოვიდა მიამბა ამბავი მე მართალიო჻ თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო჻ მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო჻ მოვიდა ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია჻

482. მე მისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად჻ აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანის სცემისად჻ ჴელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად჻ ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად჻

483. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია჻ მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია჻ დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია჻ აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი჻

484. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა჻ ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა჻ ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა჻ არ ავი მიმჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა჻

485. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოს჻ შენთჳს მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა჻ მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა჻ შენმან მზემან თავი ჩემი არვის მოხუდეს უშენოსა჻

486. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო჻ ამას იქით ნუღარა იდენ ჭირსა თავი არიდენო჻ შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ მარიდენო჻ რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთჳს არიდენო჻

487. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს ვეჭუ჻ რა მნახო გიამოს შენეულითა მშვენოდეს჻ ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღა გვლენოდეს჻ ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს჻