... (H-66), 1832 წ.

470. მე მისთვის ვკვდები მიამა: ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე: ქნადღა თაყვანის სცემისად ჴელი მოვკიდე დავისვი: ახლოს ტახტისა ჩემისად ვკითხე თუ ნეტარ მისულა: მორჩი ალვისა ხე მისად

471. მიანბე მისი ამბავი: სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა: აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს: და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბვისა: მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი჻

472. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა არ ავი მიჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა

473. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი: ქებად შენად უშენოს შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი: მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი: ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი: არვის მოხუდეს უშენოსა

474. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა: მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარა იდენ: ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა: აგინებენ მარიდენო რომე წეღან მოგეხვივნეს: იგი ჩემთვის არიდენო

475. იგი მე მამცენ რიდენი: რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო გიამოს: შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი: თუ ჩემი გაღა გვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა: სხვა ღამე არ გაგთენოდეს

476. აქა მხეც ქმნილი ტარიელ: ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი: კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო: თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა: ქვე მკვდართა დაედასების

477. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა: მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა: მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა: ღაწვთაგან ნახოკარისა კვლავ წყალსა ასხამს უშველის: ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

478. ავთანდილცა სულთქნა მწარედ: დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა: ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია : ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან: ჯერცა ჩემი სისხლი ხვრიტნა

479. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი: აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო: ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად აღარ სცალდა: საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არ სიკვდილი: მას უმძიმდა მეტის მეტად

480. ავთანდილს უთხრა ისმენდი: ცნობა მიც ვითა ხელისა გითხრა ანბავი ჩემი და: ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა: მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე: ასრე დარჩომა მრთელისა

481. ასმათის ნახვა მიამა: ჩემად მის საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა: ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე: მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა ღარიბი: მტკიცისა რისმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი჻

482. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი ჴელმან შენნი გავიცადენ: სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი: რადმცა ვითა გიმუქფენი

483. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა გავიხარე

484. განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე

485. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა: სულ დგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე: მისი ხმაცა არ მესმინა

486. დილასა ადრე სრას მიხმეს: დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი: წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავჯე სკამითა

487. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვიზის: ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გაგვა: ამად ზედან წაგვითვლია