... (Q-609), XIX ს.

488. იგი ვნახე დაღრეჯილი: ესე მეტად დამიმძიმდა: ვითა წინას შემომცინის: აღრად ეგრე გამიღიმდა: ყოლე სიტყვა არ მამიგო: ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა: ამით უფრო დამაწყლულა: არა წყლულთა მიაქიმდა:

489. ჩემნი ერთნი გონებანი: მეტად შორად გამიკიდნა: შინა კოშკად შემიყვანა: ფარდაგსაცა ამიზიდნა: შეველ ვნახე იგი მთვარე: ჭირმან ყველმან უკუმრიდნა: გულსა შუქნი შემომადგნა: მაგრა გული არ დამიდნა:

490. იყო არ ნათლად ნათელი: ფარდაგსა შემომდგომელი: ებურა მოშლით პირ ოქრო: რიდე მე მივეც რომელი: მითვე მწვანითა უებრო: მიწოლით ტახტსა მჯდომელი: ცრემლისა ღვარსა მოეცვა: პირი ელვათა მკრთომელი:

491. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა: ვეფხი პირ გამეხებული: არცა მზე გვანდა არც მთვარე: ხე ალვა ედემს ხებული: ასმათმან დამსვა შორს გვარად: გულსა მე ლახვარ ხებული: მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით: გამწყრალი გარისხებული:

492. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ: მშლელი პირისა მტკიცისა: გამწირავი და მუხთალი: შენ გამტეხელი ფიცისა: მაგრამ ნაცვალსა პასუხსა: მოგცემსო ზენამ იცისა: ვკადრე რა გკადრო პასუხი: მის ჩემგან მე უიცისა:

493. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ: თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე რა მიქნია: უცნობოსა ფერ ნამკრთალსა: კვლაცა მითხრა რას გეუბნა: მტყუანსა და შენ მუხთალსა: დიაცურად რად მოვღორდი: მე დაუწვავ ამით ალსა:

494. შენ არ იცი ხვარაზმშასი: საქმროდ ჩემად მოყვანება: შენ ჯდომილხარ სავაზიროდ: შენი რთულა ამას ნება: შენ გასტეხე ფიცი ჩემი: სიმტკიცე და იგი მცნება: ღ~თნ ქნას და დაგირჩინო: ცუდად შენი ჴელოვნება:

495. გახსოვს ოდეს ჰაჲ ჰაჲ ზმიდი: ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს: მკურნალნი და დასტაქარნი: წამალსაყე მოგიტანდეს: მამაცისა სიცრუვესა: ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს: რადგან დამთმე მეცა დაგთმობ: ვინძი უფრო დაზიანდეს:

496. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა: ეპატრონოს ინდოეთსა: ეგრეც მე მაქვს პატრონობა: უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა: ეგე აგრე არ იქნების: წა მამცთარხარ მოსაცეთსა: აზრნი შენნი შენვე გგვანან: მტყუანსა და შენ აგეთსა:

497. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს: ღ~თო ხანი ვერა დაჰყო: თუ ეცადო დაყოფასა: ჴორცთაგანცა სული გაჰყო: სხვა ჩემებრი ვერა ჰპოო: ცათამდისცა ჴელი აჰყო: ესე სიტყვა დაასრულა: ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო:

498. ვთქუა რა მესმა ესე მისგან: მეიმედა მეტის მეტად: კულავ მიეცა თვალთა ძალი: მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად: აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ: რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად: ვაი სოფელო უხანოო: რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად:

499. შევხედენ ვნახე სასთუნალ: მუსაფი გაშლით მდებარე: ავიღე ავდეგ ღ~თისა: და მერმე მე მათი მქებარე: ვკადრე თუ მზეო დაგიწვავს: ჩემიცა დაწვა მზე ბარე: რადგან არ მამკალ პასუხი: ერთია გკადრო მე ბარე:

500. რომე გკადრებ ესე სიტყვა: აწ თუ ცუდად ნალიქნია: ცამცა მრისხავს მზისა შუქნი: ყველა ჩემთვის ნუ შუქნია: თუ მაღირსებ განკითხვასა: ავი არა არ მიქნია: მან მიბრძანა რაცა იცი: თქვიო თავი დამიქნია:

501. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო: თქვენთვის ფიცი გამეტეხოს: ღ~თნ აწვე რისხვა მისი: ზეცით ჩემთვის გაამეხოს: ვისი გინდა უშენოსა: პირი მემზოს ტანი მეხოს: მაშა მაშინ როგორ დავრჩე: რა ლახვარი გულსა მეხოს:

502. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს: შექნეს დიდი ვაზირობა: მათ წინასვე დაეპირა: იმა ყმისა შენი ქმრობა: დამეშალა ვერ დავშლიდი: დამრჩებოდა უმეცრობა: თავსა უთხარ მიემოწმე: ჟამად გიჯობს გულ მაგრობა:

503. მემცა დაშლა ვითა ვკადრე: რადგან იგი ვერ მიმხვდარა: არ იტყვის თუ ინდოეთი: უპატრონოდ არ მომჴდარა: ტარიელ არს მემამულე: სხვასა მართებს არვის არა: ვის მოიყვანს არა ვიცი: ანუ იგი ვინ მამცდარა:

504. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ: ღონე სხვა რა მოვიგვარო: თავსა უთხარ ნუ მოგიცავ: გონებაო მრავალ გვარო: მედვა გული მხეცისაებრ: ათასჯერცა მინდორს ვარო: ვისმცა მივსცე თავი შენი: შენვე რად მე არ წამგვარო:

505. სულთა ვჰყიდდი გულისათვის: კოშკი ამად გამებაზრა: იგი წვიმა დარენელდა: რომე პირველ ვარდს აზრა: ვნახე ძოწსა მარგალიტი: გარე ტურფად მოემაზრა: მიბრძანა თუ ეგე საქმე: მეცა მართლად რად მეაზრა:

506. არ დავიჯერებ მე შენსა: ღალატსა ორგულობასა: უარის ქნასა ღ~თისასა: ამისთვის არ მადლობასა: იაჯდი თავსა ჩემსა და: მორჭმით ინდოეთს ფლობასა: მე და შენ დავსხდეთ ჴელმწიფედ: სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა:

507. მე ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი გამქისებული: ანუ მზე იყო ქუეყანად: ან მთვარე პირ გავსებული: ახლოს დამისვა დამიტკბა: აქამდის არ ღირსებული: მეუბნებოდა დამივსო: ცეცხლი ამითა გზებული: