... (Q-609), XIX ს.

469. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი: აყოლებდა თვალთა რეტად: ვარდი სრულად შექნილიყო: ზაფრანად და ვითა სპეტად: დიდხან მათად აღარ სცალდა: საუბრად და არცა ჭვრეტად: დარჩომა და არ სიკუდილი: მას უმძიმდა მეტის მეტად:

470. ავთანდილს უთხრა ისმენდი: ცნობა მიც ვითა ხელისა: გითხრა ამბავი ჩემი და: ჩემისა დამმარხველისა: ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა: მის შენგან შეუყრელისა: მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე: ასრე დარჩომა მრთელისა:

471. ასმათის ნახვა მიამა: ჩემად მის საესავისა: წიგნი რა ვნახე მამართვა: ესე საბამი მკლავისა: მკლავსა შევიბი მაშინვე: მოვიხსენ რიდე თავისა: იგი უცხოა ღარიბი: მტკიცისა რისმე შავისა:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად:

472. მიუწერე მზეო შუქი: შენი შენგან მონაფენი: გულსა მეცა გამიცუდდეს: სიჩაუქე სიალფენი: ხელმან შენნი გავიცადენ: [სინატიფე] სიტურფენი: სულთა ნაცვლად სამსახურნი: რამცა ვითა გიმუქფენი:

473. მაშინ ოდეს დამარჩინე: სულთა სრულად არ გამყარე: აწ ჩემთვისცა ესე ჟამი: მასვე ჟამსა დავადარე: სამხრე შენი მამივიდა: შემოვიბი მკლავსა გარე: რომე მართებს სიხარული: ეგზომიმცა რა ვიხარე:

474. გაღანამცა ვიწინაშე: აჰა რიდე რომე მთხოვე: ყაბაჩაცა ასეთივე: ამისებრი ვერა ჰპოვე: დაბნედილსა ნუ დამაგდებ: მიშველე რა მარგე მოვე: სოფელს მყოფსა უშენოსა: კაცსა ვისმცა შევეპოვე:

475. ქალი ადგა გამეყარა: დავწევ ამოდ დამეძინა: მაგრა შევჰკრთი საყვარელი: ჩემი ვნახე ძილსა შინა: გამეღვიძა აღარა მყვა: სულდგმულობა მამეწყინა: ღამე ასრე გავათენე: მისი ჴმაცა არ მესმინა:

476. დილასა ადრე სრას მიჴმეს: დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა: ავდეგ ვსცან მათი ამბავი: წასლვა ვჰქენ მითვე წამითა: ვნახე ორნივე ერთგან სხდეს: სახითა ოდენ სამითა: რა მიველ მითხრეს დაჯდომა: წინაშე დავჯე სკამითა:

477. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე: დაგვაბერნა დაცაგვლია: ჟამი გვახლავს სიბერისა: სიყმაწვილე გარდგვივლია: ყმა არ მოგვცა ქალი გვივის: ვისგან შუქი არ გვაკლია: ყმისა არ სმა არა გვაგვა: ამად ზედან წაგვითვლია:

478. აწ ქალისა ჩვენისათვის: ქმარი გვინდა სად მოვნახოთ: რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი: სახედ ჩვენად გამოვსახოთ: სამეფოსა ვაპატრონოთ: სახელმწიფო შევინახოთ: არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა: ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ:

479. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა: გულსა ვით მიეფარების: მაგრა კმა ჩვენად იმედად: ვინ მზესა დაედარების: ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ: მას დიდად გაეხარების: სხუამცა რა გკადრეთ თვით იცით: მაგას რა მოეგვარების:

480. დავიწყეთ რჩევა საქმისა: გული უც თუცა მელია: ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი: არ ითქმის არ საქმნელია: მეფემან ბრძანა ხვარაზმშა: ჴელმწიფე ხვარაზმელია: თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ: მისებრივ არ რომელია:

481. რომე პირველვე დაესკვნა: მათ ესე შეეტყვებოდა: ერთმანერთსაცა უჭურეტდეს: სიტყუაცა აგრე სწბებოდა: ჩემგან დაშლისა კადრება: მართ ამბად არ ეგებოდა: ოდენ დავმიწდი დავნაცრდი: გული მი და მო ჰკრთებოდა:

482. დედოფალმან თქუა ხვარაზმშა: მეფეა მორჭმით მჯდომელი: მათსამცა შვილსა სასიძოდ: ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი: შეცილებამცა ვით ჰკადრე: რადგან თვით იყვნეს მდომელნი: მოწმობა დავრთე დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი:

483. გაგზავნეს კაცი ხორაზმშას: წინა შვილისა მთხოველი: შესთვალეს გახდა უმკვიდროდ: სამეფო ჩვენი ყოველი: არს ერთი ქალი საძეო: არ კიდე გასათხოველი: თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ: სხვასა ნუღარას მოელი:

484. კაცი მოვიდა აევსო: ჯუბაჩითა და რიდითა: გახარებოდა ხვარაზმშას: სიხარულითა დიდითა: ებრძანა მოგვხვდა ღ~თისაგან: ჩვენ რომე ვინატრიდითა: თვით მაგისებრსა შვილსამცა: ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა:

485. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი: სასიძოსა მოყვანებად: დაავედრეს ნუ აყოვნებთ: მოდით ჩვენად ნაბრძანებად: მე მაშვრალი ნაბურთალი: საწოლს შეველ მოსვენებად: გულსა სევდა შემეყარა: ვიწყე ჭირთა მოპოვნებად:

486. მეტმან სევდამან მიმწურა: გულსა დაცემად დანისად: ასმათის მონა შემოდგა: შევჯე ლაღი და ჯანი სად: წიგნი მამართვა ეწერა: ვინ სჩან ალვისა ტანისად: ადრე მოდიო გიბრძანებს: დაუყოვნებლად ხანისად:

487. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ: ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით: ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა: ასმათ ვნახე ძირსა დგომით: ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად: ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით: დამიმძიმდა არა ვჰკითხე: ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით: