... (W-27), XVII ს.

582. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სად ალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისად დღისითღა ჩანს ნასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი

583. ყმა ტკბილი და ტკბილქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი მზესა ასრე ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

584. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახუიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭურეტელსა ალხინოს ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაი მოყურისა გაყრილსა ახიო ეყოს ახიოს

585. ყმა მხიარული წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა რა მოეშორვის მოყუარე თვალთაგან დასდები მილსა მუნით ადენდი წყაროსა სოფლისა დასაწვიმილსა

586. მათ მიხუდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭურეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყუის ვერ გაძღა სოფელი ვაი ჩემთა სისხლთა ხვრეტითა

587. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს მოყურისა მოშორება აჩრდილებს და კულავ აბინდებს

588. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწუი ქნის ღარად და ღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად იტყუის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

589. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმითა და ამახია აწყა ვსცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

590. ამას მოსთქუამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყუარლისა მოშორვება სიახლესა გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

591. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყუარელსა არ მოსწყდების ვით წვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

592. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს გულსა იდებს იტყუის კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს ლხინმან სძლიოს გაძლება ჴამს ჭირი სთმოს და ლხინთა მონოს ვით ქონება არ იმადლოს მას სხუა ღ~თნ რა აქონოს

593. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა მართ ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკუდილი ვერცა პატრონი რომელი

594. რა გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი იგ მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყუისონი პირსა დასდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

595. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მჴმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭურეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

596. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დახოცილი სისხლი ველთა მოესხმოდა

597. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დასხდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყუნეს სრულნი

598. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა

599. ყმამან რაცა არვის უთხრის კითხვად ვინმცა გაუპირდა მართალ ა თუ საუბარსა აძვირებსა ძვირად ღირდა სმა გარდაჴდა გაიყარნეს ყმა წავიდა მიცასჭირდა ვეღარ გასძლო გულ მისი აუჩუქდა აუტირდა

600. თქუა ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა მუნ ვიყავ სადა სამყარო ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა აწ სიშორისა მამლოდე გულიმცა მისთვის ჰკრთებოდა მზემან რა მისცა სინათლე თუ მთუარე გაეყრებოდა

601. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყუარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწუის ხელსა რადმცა დაეძინა რაც ა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა