... (W-27), XVII ს.

698. აწ ამბავი სხუა დავიწყო ყმასა წავჰყუე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვაზირისა მიიყუანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვის წასვლისა

699. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე შენ ვეზირი გულის გული

700. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუოდის იქმ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქუი და სიტყუა გააკვლადე

701. კულავ მოახსენა ვეზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთუალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კულავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

702. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქუი მასცა ვინანი

703. რა ვაზირი არ შეუიდა კულავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭუ შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

704. თავდადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

705. კულავ შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

706. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭურეტნი მოსთქუამს იტყუის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თუალნი რეტნი სად წახველ და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

707. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყუის ენები

708. გაზრდილო ცეცხლი მედების ლახურით ვარ მე დახეული გაზრდილო ჩემთვის გამოჩნდა ჟამი მუხთალი წუეული გაზრდილო დიდით სევდითა ძლივღა ცოცხალვარ სნეული გაზრდილო ადრე მოვკუდები საბრალო დღე დალეული

709. ვეღარ გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა ტანსა მჭეურსა ჯავარსრულსა ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

710. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ ღმერთმან კულავ წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვჰკუდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

711. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იხოკს ყუელაი ჴმა ისმის თავსა ტკაცისა თქუეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

712. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა მზემან შუქნი მისნი ყოლე ჩემთვის დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგუწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა

713. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გუიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტუოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

714. მოახსენა საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

715. რა ანდერძი წაიკითხეს კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქურივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს ღმერთმან გზანი

მეორედ წასვლა ავთანდილისაგან და ტარიელის შეყრა