... (W-27), XVII ს.

562. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წურილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

563. ქუაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყუარელისა მისისა ქალი ჰყავს გვერცა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უც სტავრანახლები არ არა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალახლები

564. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა იამა უქეს ვარდისა ხელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისა რადგან ხარ მომხვეჭი რისა

565. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კულავ საწოლს დახუდა მას მზესა მონა სიტყუითა ბრძენითა მისულა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

566. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა ნამყოფი ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

567. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ჴამს ათინით მას აქებდეს ენა ბევრი

568. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყუისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყუითა მქისითა უთხრა თუ ჰპოეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

569. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკლულისა

570. მუნ სარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყუის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კულავ ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

571. პირველ მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღ~თნ პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩანო ვით ნადირსა ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

572. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული სხვა არვინ მოეწონების თვალი კაცისა ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი შექნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

573. წურილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხუი წავარნა და ქუაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყუელა დასვა ცრემლთა დენად

574. მზესა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყუის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

575. ყმა ეტყვის ვის აქუ მინდობა კაცისა მომცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქუამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

576. ჴამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყუარული გზად და ჴიდად კულა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქუსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

577. მზე ეტყუის მომხუდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქუს ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

578. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხუდების რადგან შუება აქუს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

579. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ჴამს გასრულება მოყურისა სიყუარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ჴამს უვიცისა ჩემი თქუი რა ვქნა ბნელქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

580. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყუარული ქუეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვაა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

581. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთუის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე