... (W-27), XVII ს.

641. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკუირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა მოყურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი ჯოჯოხეთსცა საურავსა დაიურვებს

642. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკუირს რად არ მამკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

643. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთუის სიკუდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია

644. ყმამან უთხრა შენთვის წყრომა მეცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი არა გმართებს გაიცინა გაცაღიმდა შენ ადამი გაგიმეშდა ართუ მეში გიადიმდა რა აქიმი დასნეულდეს ვისთვის ვინღა გააქიმდა

645. მოახსენა კულავ ვაზირმან მე რა გინდა წამეკიდოს მოიწყრომებს შეცამინდობს ნუთუ გული გაიწმინდოს შენ რასა იქ ესე მოთხარ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს ჴამსცა კაცმან სასიკუდინოდ თავსა არა არ დარიდოს

646. ყმამან უთხრა აღარ წასულა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკუდეს ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვნოს რა ქნას ანუ გული რათა დააწყნაროს

647. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა ვით მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

648. მოახსენებ ერთხელ კულაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხურების

649. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღუენი უძღუნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი აცაავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

650. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი ლალი იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

651. შესთუალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდსაჴდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკუდე თავი ჩემი დაგამონო სიყუარული სიყუარულსა შეგიცვალო შეგიწონო

652. მე ვითა ვთქუა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი უნდა საქმისაცა შესაფერი შესატყუისი ასრე უნდა სამსახური გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან და საჩივარი

653. შერმადინს ეტყუის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი

654. იტყუის როსტან არ გამიშვა არცა სიტყუა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისოდმცა ნუ ვცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

655. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვახშობს უშობს

656. ოდეს ბრძენმან გაიგონოს გაგონებით მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით ერთად ვთქუენით გაუყრელად მათი არა გავაორით მოყუარესა მოყურისაგან მოგონება უნდა შორით

657. სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შურვაი ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოჴმარება მისად რგებად ველთა რბენა

658. მან გამისრულა ყუელაი ესე წესი და რიგები აწ ჩემგან მართებს მუქაფა გულომცა ჭირსა შეები თუ ვერა ვარგო მისთანა მეცა წასადმე ვეგები რაზომ ფერი ხარ სოფელო არვისგან არ შეიგები

659. რას ვაგრძელებდე სიტყუასა ჟამია შემოკლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა