... (W-27), XVII ს.

679. არ დავიწყება მოყურისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა აუგიანსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ მას ჴელმწიფესა მზიანსა რა უარია მამაცსა სულდიდსა წასულა გვიანსა

680. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირისმჴმეჭელსა შედრეკილ შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭუელსა კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭუელსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

681. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველნი სუსტი და ძალგულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

682. მერმე ვიშიშუი მეფეო თქუენგან კადრებად ამისად მცდარა და სცთების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვის ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახე ცოცხალმან შვიდობამც გაქუს ჟამისად

683. თუ საწუთრომან დამამჴოს ყოველთა დამამჴობელმან ღარიბი მოვჰკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქუენმავე გულმან მოწყალემლმობელმან

684. მაქუს საქონელი ურიცხვი ვერუისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღწვიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები

685. ღ~თსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულმჴურვალები დამხსნას ჴორცთა და სოფელსა ნუმცა რად შევიცვალები კულავ ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს იგი ალები მომცეს მკუიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები

686. დამჴსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა ღბილთა კბენისა მუნ დამაუნჯოს წამალი სადა ძეს სულთა ლხენისა ფრთენი მომესხნენ და ძალი მამეცეს აღმაფრენისა

687. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ჴანაგათა ზოგი ჴიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

688. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას მარგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის

689. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისო ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩუეულსა ნუ დაადინებ თუალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

690. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთუის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

691. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

692. ყმა შეეკაზმა წავიდა ცრემლითა მოერწყო ველი მზე წამოვიდა დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი ჴამს შეპოვება მაღლისა ვინცა არს ჭირსა მოველი მიძგითას მივა ღ~თისაგან გამარჯუებისა მთხოველი

ლოცვა ავთანდილისაგან მაძგითად და გაპარვა მისი

693. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ჴელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

694. ღმერთო ღმერთო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაბადენ მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყუარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

695. ღმერთო ღმერთო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

696. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭურეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

697. მოსთქუამს და იტყუის ვაი მზეო შენი ადგილი ჩრდილდები შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების მე მანდით მესურის ისარი ერთიცა არ ამცილდების გამყარა ლხინა სოფელმან აწ თვალთა ცრემლი მილდების