... (W-27), XVII ს.

542. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა ზენარით ეუბნებოდა მუჴლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსულასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭკნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხუამცა რა მეგონებოდა

543. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხუაგან არ წავიდეს ნუ სად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა

544. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ჴელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მჴეცმან ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შიამოკლა

545. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს როგორაცა მართებს ეგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

546. მოეგება მოეხუია ზედან დასდვა პირი ჴელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღურიდა ველთა მსვრელსა ესე თქუა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი ჭურეტდენ მრთელსა

547. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუნდა მცირსა

548. მოვიდის სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველნი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შუებული ენა მის დღისა შვებასა ყოვლ ვერ იტყუის კლებული

549. შერმადინს უთხრა უანბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთვის დარბაზი და ხული

550. შერმადინცა ყუელაკაი შინაური მოახსენა შენი წასულა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

551. არცაღა დაჯდა ნადიმად არცა ქნად ხალვათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა შერმადინ მახარობელი წავა მისულისა მათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

552. შესთვალა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდა თავსა ფლიდებით აწ ვცან და გაცნევ ყუელასა მოვალ შვებით და მშვიდობით

553. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

554. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყუელაი დამოსა

555. შეჯდა მეფე გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მოეგება მხიარულად უხაროდა გულმჴურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთვრალსა

556. რა მიაახლა გარდაჴდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხუდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი მშვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

557. თინათინცა თაყუანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლსაყოფი არა მართებთ ცამცა გაიდარბაზესა

558. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭურეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხუად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

559. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ისმენდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭურის ბროლ ლალი მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

560. რა გარდაჴდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი მგზავრობასა რა ენახა რა ესმინა

561. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა იგია ჩემი სიცოცხლე ჩემი მომცემი ახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა შორს მყოფი ახ ის ა