... (W-27), XVII ს.

465. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთუალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

466. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყუა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩაველ წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

467. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი გარე ვითხენ

468. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მაჴვილთა კვეთასა თანა წამომყევ წავედით უტკბოსი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

469. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხუივნა ისრის პირნი ამოუხუნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

470. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამგზავსო ანუ აგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყუითანოდ ვარდგიშერი რომე რგავსო ღ~თნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

471. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღვარი ჩემია სადა ხარ გარდამჴდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთე მიუწდომელი

472. მამის ძმა და მამაჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღუასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხუდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადიროარ მივსცემდი მამერჩოდეს

473. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასულა მომდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

474. ნავითა გაველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქუი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიძახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

475. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ჴამდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემსა გაუჴდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

476. მათი მესმა დავინახე ზახილი და ჴმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

477. კულავ სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიჴდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწევოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

478. მომეწივნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანა მყოლი ყუელაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემომჴდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

479. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოჴრად გაუჴდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უჴმობ ყუავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

480. ამა ყმამან შემიკუეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლე არად უნდა მეცა თანა წამოგყუები დაიჴოცნენ იგი მუნ და ჩუენ ორთავე მეომარი გაღანამცა შეგვიძრწუნდა

481. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩუენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკუდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

482. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხუეოდიან ჰკოცნიდეს ჴრმალსა და სალტეკოტასა

483. კულავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყუელასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონის ჴელმწიფისა