... (W-27), XVII ს.

523. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თუალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებთ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

524. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს ფეჴთა თქუენთა ნატერფალსა შენ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა აგზომ არღაფალსა

525. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავჰყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდა თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქუე მინდორნი და ზე მთანი

526. ესე ქუაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემომებნეს ამოვწყვიტენ ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს მათ მონანი დამიჴოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულალ მეცქაფნეს

527. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკუდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვის ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები

528. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყუარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს ჴმალი ცუდად მამიმახავს

529. მისსა ვერ იტყუის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები სხუად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკუდილისა მქენები

530. აწ ათია წელიწადი ინდოეთით რა წასრულა მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა მიკუირს ალმასისა მიკუირს გასძლებს ამას რულა ყმამან პირსაჴელი იკრა რა ამბავი დაასრულა

531. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუჴლმოყრილი შეეხუეწა

532. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყუელაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

533. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები თუალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის კუდები მაგითა მას არა არ ელხინების

534. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხუა უჴმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვამან სხვისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

535. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყუი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისი დამწვავს ცეცხლი ცხელი

536. იგი ვნახო სიყუარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკევ შემაჯერო ღ~თი იღ~თო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო

537. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კულავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთუის კუდები მისთუის აგრე არ გატირო

538. მან მიუგოუცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი როგორამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

539. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრეს არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღთ~ნ რისხვით გამიკითხოს შენმან ჭურეტამ სიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

540. ამაზედა შეიფიცნეს მოყუარენი გულსადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყუა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვევდის მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნეს შუენიერნი ამხანაგნი

ავთანდილისაგან დაბრუნება თავის ჴელმწიფესთან

541. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხუდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა