... (W-27), XVII ს.

716. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩუენ ვერჭურეტა საყუარლისა ჭირსა ძუელსა გაგვიახლებს

717. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ იტყუის ცრემლთა მცრობასა წამწამ დაბრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭურეტდის თვალნი ვერ მოჴსნის თუ მოჰჴსნის მიჰჴდის ცნობასა

718. რა მიეახლის დაბნედად ვერ ჴელყუის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თუალთაგან მგზავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის უჭურეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

719. თქუა მზეო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თუალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყუარელსა მოყუარე რაზომცა დაუზაბუნდეს

720. მე რა ვჰქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭუდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა შენგან არ ვეჭუდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თუალნი ცრემლისა დენასა

721. ტირს იტყუის დადვა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმან ჩემად კლუად თქუა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თუალწარბო მამცემდი პატიჟთა თმანო

722. ვის ხატად ღ~თისად გიტყუიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყუექმნილსა ჯაჭუნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

723. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშურალი და მტირალი ქუე ვზივარ პირითა მქისითა

724. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვჰპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თუარ ბედი ეზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

725. ამის მეტი აღარა თქუა ატირდა და წამოვიდა ქუაბი ჩავლო წყალსა გაჰჴდა შამბი ჩავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

726. იტყუის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყუარესა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

727. მოყუარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხუა მოყუარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

728. კულავ იტყუის მიკუირს ნაღველი კაცისა მე ჭკუიანისა რა მჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

729. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქუეველი ეძებს უყივის უძახის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

730. იტყუის ღ~თო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა საწოლად მდებარისა

731. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქუა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

732. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი განანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭურეტად მათდა

733. რა ტარიელ დაინახა გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

734. ერთკე უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლმოცხებული კულავ სხუაგნით ვეფხი უსულო მკუდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული