... (W-27), XVII ს.

503. ფრიდონს უთხარ ყუელაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი გაკიცხული გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

504. კულავაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად შეგიცვალებს არა ოდეს შეგვაწუხებს

505. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავისწინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღ~თნ შენი მგზავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცნე ამის მეტი რად რა მინა

506. არ ავი გესვა მოყუარე ჟამი თუ მომხუდეს ჟამისად ენა გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი ხანისად

507. მან მითხრა ბედი მღ~გან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქუენსა მდგომელი

508. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის ამბავი შენ რომე გწვავს ალთა ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასულა ამაგა ჭირთა და ვალთა

509. ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულა უვლია მოგვინახონ იგი მთუარე ვისგან ჭირი არ გუაკლია მუნემდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლე ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია

510. ფრიდონ იჴმნა მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოვასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რამცა უშვიდეთ რადმცა ურვეთ

511. უჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდის სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მენახოს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

512. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

513. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყუნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უმომდიოდეს თვალთაგან კულავ ცრემლი შეუშრობელნი

514. ვთქუი რა მქონდა სახლსა ჩემსა სპათა ვსჭურეტ და ვსუამ იგია მე ვიშვებ და იგი ტყუედ ზის ზღვათა შიგა წამიგია კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია ჴმალსა ჴელსა ვეღარას ვჴდი ცუდად შიგან რას მიგია

515. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

516. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

517. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუჴლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგემონეთ სიცოცხლეა ჩუენი ვირეს

518. ეგრე უთხარ თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ თქუენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

519. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი ნუ თუ ამან მოგაწონოს სახედრობა სიფიცხენი

520. ფრიდონ გამამყუა წამოველ ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანეთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა დიაღ არენით გამზრდელ გაზრდილთა გაყრასა ჩუენ თავნი დავადარენით

521. ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად კულა ვიარე რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

522. ვთქუი თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა