... (W-27), XVII ს.

484. მოსჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჴმდა მისთა მჭურეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

485. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯაჴე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

486. კულავ სხუასა მიველ მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავჴოცე ომიმცა რაღა აგესა სხუანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

487. ზღუა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კულავ შევიბენით შეიქნნეს ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონა ფრიდონის სიქუელე სიმკიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

488. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴმლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად დაეკუეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიტანნა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა

489. მათნი ლაშქარნი გაგუექცეს ვეცენით გაცავჰფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავაანტენით მომკალით ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

490. ფრიდონ ნახა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქუეს თუ მღ~თისა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

491. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყუელანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

492. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიჴობდეს მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

აქა ფრიდონ ჴელმწიფისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა

493. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

494. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხუსა ჰგუანდა ჴმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თუალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

495. ზოგჯერ ზღვისაკენ მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქუს მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვე ამად ორსა

496. ვთქუი რა არის რას ვამგზავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთუარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

497. ამოძურნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან განანათლა ქუეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

498. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყუარდა რომე თოვლსა ეახეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკენ მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

499. ცხენი გავქუსლე იქმოდა შამბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწუი ალსა

500. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ღაწვთა ჩემთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე უთხარ მამკალ უშენოსა ენახოსცა ვისცა ის ხე

501. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოა მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა თუალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოა

502. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღული მაგის მაგად იგი მთუარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად