... (W-27), XVII ს.

602. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ალვისა და ხეო შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭურეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ვღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

603. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კულავ გულსა ეტყუის დათმობა გინდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმო რა ვქმნათ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გუინდა ღ~საგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

604. კულავ იტყვის გულო რასთენცა გაქუს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გიჩნდეს შენი ცეცხლისა კულავ დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვეზირის საუბარი

605. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყუის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთუარე

606. ვაზირმან ცნა გაეგება ჩემს ა მზეო ამოსრული ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყუანისსცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

607. ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერჴთა ქუეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქუეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერა ქუენა ბუქმან

608. დაჯდა მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭურეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათხელეს

609. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვაზირსა ეუბნების ეტყუის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გააგონენ ჭირი ჩემი მკურნე რაცა მეკურნების

610. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მისისა მჭირს მწველისა მკლავს სურვილი და ვერნახუა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ჴამს შეუზღველისა ჴამს სიყუარული მოყურისა უხვისა უშურველისა

611. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მოახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა უფრო დადცა დაებადა

612. ოდეს წამოვე შევჰფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ მოსილი ბნელითა ჟამია ჩემგან წასულისა მით მწვავს ცეცხლითა ნელითა

613. ყუელასავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მივსულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

614. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყუი შენ ვეზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არცა სრასა

615. ჰკადრე ვინ გაქო ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ თქუენმან სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

616. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლე არ ეგების გული მას აქუს უგულოსა აქა ჴელი რა მეჴდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგჴვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

617. წასულა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქუენი თქუენკე დავებრუნდეს არ მოვბრუნდე თქუენმცა სუფევთ თქუენი მტერი დაძაბუნდეს

618. კულავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინ ვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

619. ვაზირმან ჰკადრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქუენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

620. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭუ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე გქონდეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყუი რა გინდა ვინ მისგან აროს