... (H-741), XIX ს.

469. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა: იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა: ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა: აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა:

470. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი: ომ გარდახდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი: ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი: ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის: მართლად არს არ კატაბანი:

471. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა: იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა: მეფე გარდახდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა: შევხედენ დავჰკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა:

472. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი: ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი: სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი: მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი:

473. ნაომარსა დაკოდილსა: ხელი ყელსა ჩამომება: დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მამეგება: ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება: მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება:

474. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა: პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა: მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა: თვალნი მოვსწყვიდნი: სიცოცხლე ამითა მეარმებოდა:

475. შეიქნა სმა და პურობა: მსგავსი მათისა ძალისა: სხვა გახარება ასეთი: არს უნახავი თვალისა: ჯამი და ჭიქა ყოველი: ფეროზისა და ლალისა: არვისი ბრძანა მეფემან: არცა გაშვება მთურალისა:

476. მე მუნა მყოფი მივეცი: შვებასა მეტის მეტასა: რა შემამხედნის შევხედნი: ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი: გულსა შმაგსა და რეტასა: რა უამია პირის პირ :საყვარელისა ჭვრეტასა:

477. დააგდეს მღერა მუტრიბთა: სულეთო თავი ხარიან: მიბრძანეს შვილო ტარიელ: ვით გითხრათ ვით გვიხარიან: ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი: მით ჩვენნი ვაგლახ არიან: მართალ არნ შენნი მჭურეტელნი: არ ცუდად იმკვეხარიან:

478. აწ თუცა გმართებს შემოსვა: ვის მორჭმით მოგივლენიან: არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ: აგხდით ტურფად გშვენიან: აწ გქონდეს ასი კლიტენი: ვის შუქნი მოგიფენიან: თვით შეიკერე რაცა გწადს: ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან:

479. კვლაცა დაჯდა მხიარული: მოიმატა სმა და მღერა: კვლავ გაგრძელდა ნადიმობა: ბარბითა და ჩანგთა ჟღერა: დედოფალნი წამოვიდნეს: შეეყარა მწუხრსა დღე რა: ძილ პირამდის სიხარულსა: სიხარული ჰგვანდა ვერა:

480. ავიყარენით მიგვჭირდა: სმა დოსტაქნისა მეტისა: საწოლს შემოველ შემექმნა: ცნობა მათ ვითა რეტისა: ძილი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე იმა ცეცხლთა შრეტისა: მეგონებოდა მალხენდის: გონება მისგან ჭვრეტისა:

481. მონა მოვიდა მიამბა: ანბავი მე მართალიო: თქვენსა ამბავსა იკითხავს: აჯიღოსანი ქალიო: მაშინვე ვიცან ავიჭერ: ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო: მოვიდა ვნახე ასმათი: ჩემს წინა მომავალია:

482. მე მისთვის ვკვდები: მიამა ასმათის ნახვა მე მისად: აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა: თაყვანისცემისად: ჴელი მოვჰკიდე დავისვი :ახლოს ტახტისა ჩემისად: ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა: მორჩი ალვისა ხე მისად:

483. მიამბე მისი ამბავი :სხვად ნურას მეუბნებია: მითხრა თუ გკადრებ : ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია: დღეს ერთმანერთი : გინახავს და ტურფად მოგწონებია: აწ კვლაცა ცნობა ამბვისა: მას ჩემგან უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი:

484. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა: ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა: ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა: არ ავი მიჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა:

485. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი: ქებად შენად უშენოს: შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი: მაშა მომკლავ უშენოსა: მზემან ლომსა ვარდ გიშერნი: ბაღი ბაღჩად უშენოსა: შენმან მზემან თავი ჩემი: არვის მოხუდეს უშენოსა:

486. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა: მაგრა ცუდად არ იდენო: ამას იქით ნუღარა სტირ: გულსა ჭირსა არიდენო: შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა: აგინებენ მარიდენო: რომე წეღან მოგეხვივნეს: იგი ჩემთვის არიდენო:

487. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი: წეღან გშვენოდეს: ესე სამკლავე შეიბი: თუ ჩემი გაღაგვლენოდეს: ერთი ასეთი ცოცხალსა: სხვა ღამე არ გაგთენოდეს: რა მნახო გიამოს : შენეულითა მშვენოდეს: