... (H-302), 1803 წ.

469. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა, გულსა უთხარ ნუ მოჰკუდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა ჰრბოლა, აჰა ჟამი ვისცა გინდა, ჩემი თანა წამოყოლა-

470. შევჭურვე ჩემთან ჩემნი, მოემზადნენ ასნი ზრდილნი, ერთგულნი და მისანდობნი, საყუარელნი ვითა შვილნი, არ მომშორდენ უჩემოსა, არ უნდოდათ არცა მილნი, თან გამომყუნენ ველნი განვლეთ, ზღუათ მივედით დაჭმუნვილნი-

471. ნავსა შევჯე ზღუასა შეველ, ზღუასა შიგან გავალაგდი, არსით ნავი მამავალი, უნახავად არ დავაგდი, მოველოდი არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მამიძულვა, ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი-

472. რომე დავჰყავ წელიწადი, თუჱ თორმეტი გამეოცა, მაგრამ მე მისი მნახავი, სიზმრივ კაცი არ მეოცა, თანა მყოლი ყუელაკანი, ამომიწყდა დამეჴოცა, ვჰსთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა-

473. ზღუა ზღუა ცურვა მომეწყინა, მით გამოველ ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმჴეცდა, არ უსმენდი არც ვაზირსა, ყუჱლაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა, კაცსა ღ~თი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა-

474. ერთია ესე ასმათი, და დამჰრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი, და ჩემნი შემამგონანი, მისი ვერა ვჰსცან ამბავნი, ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და, მდინდიან ცრემლთა ფონანი-

ჰამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა

475. ღამით მევლო მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი, ჰგუანდეს ქალაქს ვიახლენით, ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი, არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდა გულსა დაღნი, მუნ გარდავჴე მოსუჱნებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი-

476. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური, მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური, ვერა მეცნა ეგზომ გრძელად, ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური-

477. ზახილი მესმა შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა, ჴრმლისა ნატეხი დასურილი, აქუს სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა სწყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა-

478. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოჰქროდა, გაფიცხებული მწყრომელი, მონა მივჰსწიე მისისა, შეყრისა ვიყავ მდომელი, შევჰსთუალე დადეგ მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი-

479. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყუა მოუსმინა, ფიცხლად შევჯე ჩავეგებე, მე ჩაუსწარ ჩავე წინა, ვუთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა, შემომხედნა მოვეწონე, სიარული დაითმინა-

480. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა, შენ ასეთნი ხენი ვით ხენ, მერმე მითხრა მოგახსენებ, აწ სიტყუანი რომე მკითხენ, იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ-

481. მე უთხარ დადეგ დაჰსწყნარდი, გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა, არ შეუდრკების ჭაბუკი, კარგი მახვილთა კვეთასა, თანა წამომყუა წავედით, უტკბოსი მამა ძეთასა, მე გავეკვირვე ჭურეტასა, მის ყმისა სინაზეთასა-

482. ერთი მონა დასტაქარი, მყუა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა, მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა, საამბობლად განემზადა, თავი მისი გაამჩივნა-

483. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამჰსგავსო, ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო, რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდ გიშერი რომე რგავსო, ღ~თნ მისგან აღნთებული, სანთელიმცა რად დაგავსო-

484. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ ფრიდონ სახელად, მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი, ესე სამძღუარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტაა მაგრამ ყოველგან, სიკეთე მიუთხრობელი-

485. მამის ძმა და მამა ჩემი, პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს, ზღუასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს, თჳთ ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს, მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მამერჩოდეს-

486. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნა გასულა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე, სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე, ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე-

487. ნავითა გამველ ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა, არ შევიკრეფდი გამყოფთა, ვჰსთქუი ჩემთა რად დავჰრიდო და, დამეძაბუნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ხაფად გამედიდოდა-