.... (H-1759), XIX ს.

468. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა, ადგილსა საპატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის, ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან, თავი არ დაგამონოსა

469. რას ვაგრძელებდე მოვიდეს, ყოვლგნით ამბისა მძებნელი ცუდნი და ცუდთა ადგილთა, თავისა დამაშრობელი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს, ვერას ამბისა მბობელი მე უფრო მდინდეს თვალთაგან, კვლა ცრემლი შეუშრობელი

470. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე, ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს, სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე, და დღეცა მესაღამოების დავხსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების

471. მაშა მე მისსა ამბავსა, რადგან აღარას მოველი ვეღარ დავდგები გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან, ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

472. თუმცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა, თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

473. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა, მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა, ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების

474. მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა, ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონნეს, სახედრობა სიფიცხენი

475. ფრიდონ გამამყუა წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს, გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა, ჩვენ თავნი დავადარენით

476. ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად კულავ ვიარე რომე არა არ დამირჩა, ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა, კაცსა ვერა შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე

477. ვთქჳ თუ ჩემგან აღარაა ,სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მჴეცთა სიარულმან, უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამ ასმათსა სიტყვა, უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა

478. აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდეს, საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

479. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს, ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა, შვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს, კაცსა ეზომ არ ღაფალსა

480. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი, მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავჰყარენ არენი, მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდის, თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავსტკეპნე, ქვე მინდორნი და ზე მთანი

481. ესე ქვაბნი უკაცურნი, ვპოვე დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ, ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯნა, ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს

482. დევთა ყვირილი ზახილი, ზე ცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა, ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძო მამიხდეს, დავფრიწე დაიხეოდა

483. აჰა ძმაო მაშინდიდგან, აქა ვარ და აქა ვჰკუდები ჴელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკუდილისა, მეტსა არას არ ვეცდები

484. რომე ვეფხი მშვენიერი, სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი, ჩემთვის კაბად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს

485. მისსა ვერ იტყვის ქებასა, ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ, მე სიცოცხლისა მხსენები მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები

486. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ მოყრილი შეეხვეწა

487. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან