... (Q-1335), XVIII ს.

472. წიგნი ვნახე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა

473. ასმათი ადგა ჩემთვისა მის წიგნისა წასაკითხავად თქვა ძოღან შენი ანბავი მითხრიან ვისცა ვკითხავად გიბრძანებს მესმის მოვლენო ლაშქარი შენდა მკითხავად ლომსა მით მართებს ვაგლახი თუ მისი თავი ითხავად

474. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია ხატავეთს მყოფნი ყველანი ჩვენივე სახარჯონია აწ მათნი ჯავრი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

475. შენგან ჩემისა ქრმობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელ ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია

476. მართლა გითხრობ მამისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაველთა თავი კარგა გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირი ვარდი კვლავცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

477. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მიდამო მიარდა კრთებოდა მემალოდა მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა

წიგნი ტარიელისა საყუარელთა თანა პ~იდ მიწერილი

478. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღ~თნ იგი ნუ მომცეს რაც არა შენი ფერია სიზმარ მგონია დარჩომა ცხადი არ დამიჯერია

479. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამისმეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე მზეო რადგან ჩემთვის ნათლად ამოხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაღაცაა სამსახური ვიტყვი თუღა ვერიდები

480. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დამცა მვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

481. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე მისისა გულისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მოცემა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

482. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

483. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამითენა დაშტეს ცეცხლი რომე მწვიდეს შეველ დავჯედ ნადიმადვე ჩემი სწორნი სადა ზმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზემი გაადიდეს

აქა წიგნი ტაერილისა ხატაელთანა და კაცის გაგზავნა

484. კაცი ვიხმე გაგსაგზავნად ეუბნების უბრძანებსა უთხრა იცნობ ვინცა უწინ ჩემთვის ხმალნი მისცეს ნებსა რად შესცვლია ჭკუა ცნობა ვარდის ნაცვლად ძეძვსა კრეფსა ჩვენი ბაჟი დაიკიდონ მოიღებდენ ჩვენ წინ ძღვენსა

485. გავგზავნე კაცი ინდოეთს და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არის მცა ღვთიულებ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნეს არ იქნეს თავისა არ მადლიერი

486. ჩემნო ძმანო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედან არ დაგეპარებით სჯობს რომ გვნახოთ თავისა სისხლით ნუ ეზიარებით

487. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მომეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამეუსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

488. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს სცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სეუდათა ვჰთქვენი საწუთროს გმობანი

489. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრით წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა საქმე დაფარული