... (Q-376), XIX ს.

470. დააგდეს მღერა მუტრიბთა, სულეთო თავი ხარიან. მიბრძანეს შვილო ტარიელ, ვით გითხრათ ვით გჳხარიან. ნეტარძი გუაქუსო მებრძოლნი, მით ჩუჱნნი ვაგლახ არიან. მართალარნ შენნი მჭურეტელნი, არ ცუდად იმკუჱხარიან:-

471. აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან. არ შევცულით მაგა კაბათა, არ აგხდით ტურფად გშუჱნიან. აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან. თჳთ შეიკერე რაცა გწადს, ჩუჱნგან ნუღარა ჰგრცხუჱნიან:-

472. კულავცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა. კულავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოჳდნენ, შეეყარა მწუხრსა დღე რა. ძილპირამდის სიხარულსა, სიხარული ჰგუანდა ვერა:-

473. ავიყარენით მიგვჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლსა შეველ შემექმნა, ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყუჱქმნილსა, მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა მალხენდა, გონება მისგან ჭურეტისა:-

474. მონა მოჳდა მიანბო, ჰამბაჳ მე მართალია. თქუჱნსა ჰამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალია. მაშინუჱ ვიცან ავიჭერ, ჩქარჩქარად გულგამკრთალია. მოჳდა ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია:-

475. მე ვისთჳს ვჰკუდები მიამა, ასმათის ნახუა მე მისად. აღარ მივუშჳ ვაკოცე, ჰქმნადღა თაყუანისცემისად. ჴელი მოვჰკიდე დავისჳ, ახლოს ტახტისა ჩემისად. ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალჳსა ხე მისად:-

476. მიანბე მისი ჰამბაჳ, სხუად ნურას მეუბნებია. მითხრა თუ გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ სათნებია. დღეს ერთმანერთი გინახავსთ, და ტურფად მოგწონებია. აწ კულაცა ცნობა ჰამბისა, მას ჩემთჳს უბრძანებია:-

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თჳსსა ტარიელსა თანა მოწერილი (13)

477. წიგნი მამართუა ჩავხედე, პირისა თემთა მთენისა. ეწერა ვნახე სიტურფე, წყალჯავარისა შენისა. ომგარდახდილი ჰშუჱნოდი, შენატევები ცხენისა. არ ავი მიჩანს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა:-

478. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა. შენთჳს მკუდარი აღარ ვიტყჳ, მაშა მამკლავ უშენოსა. მზემან ლომსა ვარდ გიშერი, ბაღჩა ბაღად უშენოსა. შენმან მზემან თავი ჩემი, არ ვის მართებს უშენოსა:-

479. თუცა მიგდის ღუარი ცრემლთა, მაგრამ ცუდად არ იდენო. ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თაჳ არიდენო. შენი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა, აგინებენ არიდენო. რომე წეღან მოგეხჳვნეს, იგი ჩემთჳს არიდენო:-

480. იგი მე მომეცე რიდენი, რომელნი ძოღან გხუჱოდეს. რა მნახო შენცა გიამოს, შენეული რა მჰშვენოდეს. ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს. ერთი ასეთი ცოცხალსა, სხუა ღამე არ გაგთენოდეს:-

481. აქა მჴეცქმნილი ტარიელ, ჰსტირს ჭირი ეათასების. ჰსთქუა მე მაქუს სამჴრე რომელი, კულავ წინამკლავსა მას ების. იგი შეიხსნა მოიღო, თუალითა არ დაიფასების. პირსა დაიდუა დაცაბნდა, ქუჱ მკუდართა დაესახების:-

482. ასე ჰსწუა რომე არ ჰგუანდა, მკუდარი სამარის კარისა. ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა. ასმათს ჰსდის ღუარი სისხლისა, ღაწუთაგან ნახოკარისა. კულავ წყალსა ასხამს უშუჱლის, ჴმა ისმის მუნ წანწკარისა:-

483. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოჰსჭურიტნა. ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქუანი ხურიტნა. მერმე სულად მოაქცია, ცეცხლი წყალით დაუშრიტნა. ჰსთქუა ცოცხალვარ საწუთომან, აწცა ჩემნი სისხლი ხურიტნა:-

484. ზე წამოჯდა ფერმიხდილი, აყოლებდა თუალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხანს მათდა არა ჰსცალდა, საუბრად და არცა ჭურეტად. დაჰრჩომა და არ სიკუდილი, მას უმძიმდა მეტის მეტად:-

485. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა. გითხრა ჰამბაჳ ჩემი და, ჩემისა დამმარხუჱლისა. ლხინად მიჩნს შეყრა მოყურისა, მის შენგან შეუყრელისა. მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე, ასე დარჩომა მრთელისა:-

486. ასმათის ნახუა მიამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე მამართვო, ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შეჳბი მაშინუჱ, მოჳხსენ რიდე თავისა. იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რისმე შავისა:-

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა პასუხად მინაწერი (14)

487. მივუწერე მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი. გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი. ჴელმან შენი განჳცადენ, სინატიფე სიტურფენი. სულთა ნაცულად სამსახური, რამცა ვითა გიმუქფენი:-