... (H-54), 1680 წ.

ამბავი: ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა:

451. კულა: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გიკუირა:

452. ველს: გავიდეთ: სანადიროთ: უცხო: რამე: ქარი: ქროდა: მეფე: ბრძანებს: ვინადიროთ: ჯარი: გარე: ეხვეოდა: ჩუენ: ვიარეთ: ქუეითებსა: ჭალა: გარე: მოესწროდა: რა: ესე: თქუა: ყმა: ატირდა: ცრემლი: ცხელი: ჩამოსწთოდა:

453. მეფემან: ახუმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისა: გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისა:

454. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

455. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარი: გებითა: შიგნით: შევედით: სრა: დაგუხუდა: მოცვული: ფარდაგებითა: მაშინ: ნაშობთა: ლახვართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

456. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხუმა: დურაჯთა: ამირბარისა:

457. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახვარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქათ: საჴუმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

458. ქალი: მოდგა: დურეჯთათუის: ტანად: სარო: ლამაზენი: მადლი: ჰკადრა: ჴელმწიფემან: სახლი: შენი: ააშენი: ჴელთა: მისცენ: წასახუმელად: ააყბედნა: ტკბილად: ენი: მადლი: მისსა: შემოქმედსა: ვინ: შენებრი: დააშენი:

459. აწ: წაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ჴსენება: დაბნდა: და: სულთქუნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქუეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

460. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

461. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

462. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: ვერა: გზაღა: თავისა დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: ჴორცათა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მომრტყმოდა: ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

463. შიგა: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იჴოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითა: მთქუეს: გამაბელზებელითა:

464. მე: რა: მნახა: თუალახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარ: ღა: სიტყვა: თქუია: მე: პასუხი: ვერა: უთხარ: ვითა: შმაგი: შევეჰკრთია: კულა: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

465. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერ: დაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან:

466. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: რაგუარია: სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყვა: მცთარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

467. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მივხუდი: რასმე: მიუმხვდარი: ვთქუი: თუ: ჰაი: ჰაი: რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: გარდამხდარი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყვა: სამუდარი:

468. ვთქუი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: ამადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: მანვე: ქნა: და: მორევსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე:

469. ზე: წამოვჯე: მეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღმერთსა: ადიდებდა: სხუა: ყუელაი: უჩუმოდა: