... (S-4988), XVII-XVIII სს.

451. კაცი჻ იჴმო჻ გასაგზავნლად჻ ეუბნების჻ უბრძანებსა: უთხრა჻ იცნობ჻ ვინცა჻ უწინ჻ ჩუენთვის჻ ჴრმალნი჻ მისცნეს჻ ნებსა: რად჻ შესცულიან჻ ჭკუა჻ ცნობა჻ ვარდის჻ ნაცულად჻ ძეძვს჻ რად჻ ჰკრებსა: ჩუენი჻ ბაჟი჻ დაიკიდოს჻ მოიღებდეს჻ ჩუენს჻ წინ჻ ზღუნებსა:

452. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემაგიერი: მივსწერე჻ მეფე჻ ინდოთა჻ არისმცა჻ ღმრთულებრ჻ ძლიერი: მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი: ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ იქნების჻ თავისა჻ არ჻ მადრიერი:

453. ჩემო჻ ძმანნო჻ და჻ მოყუასნო჻ თქუენგან჻ არ჻ გავიმწარებით: ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანება჻ აქამცა჻ მოიარებით: თქვენ჻ თუ჻ არ჻ მოხვალთ჻ ჩვენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით: სჯობს჻ რომე჻ გვნახნეთ჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით:

454. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ უფრო჻ მამეცა჻ ლხინები: დარბაზს჻ ვიშვებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები: მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები: აწ჻ ხელმქნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მჴეცთაცა჻ მოვეწყინები:

455. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი: ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყუნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი: მაგრა჻ დამშლოდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი: ზოგჯერ჻ შემცვიან჻ სევდათა჻ ვთქვი჻ საწუთროს჻ გმობანი:

456. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრით჻ წამოსრული: ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თვალთა჻ რული: წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული: კარსა჻ მცველმან჻ მონა჻ უჴმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული:

457. მონააო჻ ასმათისი჻ საწოლს჻ ვუთხარ჻ შემოყვანა: მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა: ლხინმან჻ ბნელი჻ გამითენა჻ ამიფოლხდა჻ ჯაჭუთა჻ მანა: წაველ჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ უთხარ჻ ამისთანა:

458. ბაღჩა჻ შევვლე჻ არა჻ დამხუდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი: ქალი჻ წინა჻ მამეგება჻ მხიარული჻ მოცინარი: მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასვია჻ გულსა჻ ნარი: მიდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭვნელი჻ დაუმჭნარი:

459. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა: სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბალახშითა჻ და჻ ლალითა: შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვა჻ მკრთალითა: მე჻ შემამხედის჻ ლამაზად჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თვალითა:

460. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყუა჻ მისსა჻ მონასურსა: ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა: ასმათ჻ უჴმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა: აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კულავ჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა:

461. ასმათ჻ წამამყვა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე: ვთქუი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე: მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე: გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კვლა჻ უფრო჻ დამიტიარე:

462. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი: მითხრა჻ აგრე჻ წასულისათვის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი: სიმძიმილთა჻ ერდო჻ დაჰჴაშ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი: სირცხვილი჻ აქუს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ კრძალავს჻ ლაღი:

463. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭუ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა: ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა: ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედაზედა჻ მავალსა: თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთვის჻ არა჻ ვეჭუ჻ რომე჻ იქმოდე჻ დამალსა:

464. შევჯე჻ წამოვე჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა: საწოლს჻ შემოველ჻ ხელ჻ ქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა: ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა: ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა:

465. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათგან჻ მოსლვისა჻ დრონია: სიტყუანი჻ შემოეთუალნეს჻ ლაღნი჻ და჻ უკადრონია: არც჻ რამე჻ ჩუენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხე჻ უმაგრონია: ვინ჻ არის჻ თქვენი჻ ჴელმწიფე჻ ჩუენზედა჻ რა჻ პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე პასუხად მოწერილი:

466. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ ტარიელსა჻ წიგნს჻ გიწერსა: გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა: რაგვარა჻ თუ჻ მანდა჻ გეჴმეთ჻ ვინ჻ ვჰპატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა: ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კულაღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა:

467. უბრძანე჻ წვევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია: იგი჻ ვარსკულავთა჻ ურიცხვი჻ მოკრფა჻ ინდოთა჻ სპანია: ცხენისა჻ ფერჴთა჻ ეჩქარათ჻ მართ჻ ჩვენგან჻ მონახს჻ სპანია: სრულად჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია:

468. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხან჻ დაზმულობა: აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა: სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხვარაზმულობა: ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა:

469. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელ჻ შავითა: დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა: თავსა჻ ვტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა: მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა: