... (S-4997), XIX ს.

567. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მამავალსა მას პირ მზე მეფისაგან ივალებდა დიდსა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგი გვანდა ვითა მთრვალსა

568. რა მიიახლა გარდახდა ყმამ თაყუანისცა მეფესა აკოცა როსტენ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

569. მას ავთანდილ თაყვანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლისა ზესთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

570. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

571. სმა გარდაჴდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისსა უცნობოსა რაც ენახა რა ესმინა

572. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ ვთქვა მგზავსი მისი და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალსა შუა შორს მყოფი ახის ა

573. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

574. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვითა ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრა ნახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალ ახლები

575. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისამის თვალდ არ დუხჭირისა უამა ქება ვარდისა ჴელი მძლედ დანაჭირისა ეგე ყმა სიმჴნე სიმხნისა რადგან ხარ მამხვე ჭირისა

576. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კულავ საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვითა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

577. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული წყალი მაგრამ ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

578. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა ხამს აქებდეს ენა ბევრი

579. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობდნენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოეა პატიჟნი მაგრა ძებნითა ვისითა

580. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მზგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკრულისა

581. მუნ სარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კულავ ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

582. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღ~თმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩანსო ვით ნადირსა ოდეს მჴეცი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

583. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი და ქნილა ზაფრანად აწ ია შეიკონების

584. წვრილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქუსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

585. ქალსა რა ესმა ამბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

586. ყმა ეტყვის ვის აქვს მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისულისა მითქუმს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ საჴედავისა