... (S-4997), XIX ს.

490. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს რა მამწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ხმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

491. გამეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი დამიჴოცნეს დარჩა მუნვე ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

492. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შემამწევს ქადილსა ოჴრად გაუჴდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

493. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკენ მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენგან ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომართა გაღანამცა შეგვიძრწუნდა

494. ესეცა უთხარ ამბავინა ჩემი არ გაგეგონების უფრორე წვრილად გიამბობ ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემონა მაგას რა შეეწონების დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლენა შენ ჩემი დაგემონების

495. მივედით მისსა ქალაქსანა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნინა ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდესნა ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიანნა ხმალსა და სალტე კოტასა

496. კვლავ მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასანა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი შევედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მეომართა ზედან

497. მოსჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენ აბჯარისა დავკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხამდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

498. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯაჴე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

499. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქე დავჰჴოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

500. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონეს ფრიდონის სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისა ხენია

501. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴლმითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანნა მჴარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირნა მისნი ყმანი ამაყარნა

502. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ ან აკიდებით ან ტენით

503. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქუეს თუ ღ~თსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

504. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყუელანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მოდიან

505. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიჴმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

აქა ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

506. დღესა ერთსა მე და მეფე ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

507. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყჳს მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხვსა გვანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა