... (S-4997), XIX ს.

508. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქვ მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვე ამა ორსა

509. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

510. ამოძვრნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან გაანათლა ქუეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

511. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თვალსა იხეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მენ წა ჩემსა შავსა სულიერსა რამცა ვითა გარდეხვეწა

512. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს შამბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

513. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენიჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუცა უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ის ხე

514. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს მეტად ეუცხოა მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა მესათნოვა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარმომთოა

515. ვაგლახმეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

516. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

517. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისცა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს არათ ოდეს შეგვამწარებს

518. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა ვითა ღ~თსა შენი მგზავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ ამის მეტი რად რა მინა

519. არ ავი გესვა მოყვარე ჟამი თუ მამხვდეს ჟამისად ენა გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი წამისად

520. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

521. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა მაგა ჭირთა გარდავალთა

522. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია

523. კაცი იჴმენ მასვე წამსა ესე საქმე დაიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

524. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

525. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

526. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელი

527. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დავხსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების