... (S-4997), XIX ს.

665. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მამიმონდეს ხამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რომ კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს

666. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშა და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე გაუშვივარ დავდგე მე რად თუ მას დავთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავჰთმობ ვისა მე რად

667. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა შე შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ბნელსა ამაზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

668. დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცრემლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღ~თაებრისად

669. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორ პირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა

670. რადგან თავი სიცრუვეა ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლიდით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

671. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი როგორ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ ჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შევაჯერენ

672. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

673. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვიდნების მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების

674. რაზომცა სწყრები შემინდევ თქვენისავ თქვენის მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო მაგრამა ყოფაცა მქონდეს ნებისა

675. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

676. რაცა ღ~თსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად და კმარის ესე ჩემთვის დავლად

677. მეფეო ესე თათბირი მამკალ ვინ დამიწუნოსა მეფეო ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საძაბუნოსა პირის პირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა

678. არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა ვერ ვეცრუები ვერ უზამ მას ჴელმწიფესა სვიანსა რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასულა გუიანსა

679. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

680. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ გულოვანი ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოანი სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი

681. მერმე ვიშიშვი მეფეო თქუენად კადრებად ამისად სცდების და სცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთათვინ ერთად დღისა და ღამისად თუ ვერა გნახნე ცოცხალმანსიცოცხლე მქონდეს ჟამისად

682. თუ საწუთრომან დამამჴოს ყოველთა დამამხობელმან ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე ლმობილმან

683. მაქვს საქონელი ურიცხვი ვერვისგან ანაწონები მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი არას მქონები მიღვწიან მამიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები