... (S-4997), XIX ს.

646. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს ჭირი არ გამცუდებია

647. ყმამან უთხრა აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოუკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ხამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოოს რა ქნას ანუ გული რითა დაიწყნაროს

648. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

649. მოვახსენებ ერთხელ რაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიცა გაქარდების

650. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა მშვენიერსა მშვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

651. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმხცდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი ფერად მათმან საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

652. შესთვალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

653. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური ყველა ჰგვანდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

აქა შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

654. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირ მზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი

655. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მამისმინა მან არ იცის რათ ვინა და სულდგმულია ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

656. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქუამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს

657. სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოჴმარება მისად რგებად ველთა რბენა

658. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამი არს შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა

659. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებრობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინაჴ ე სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი კულავ გავლენა გააკვლადე

660. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულნიმცა შენნი კვდების შემოვიქცე ვალი შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

661. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვჰქნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად მოგეხმარო რაცა გინდი

662. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

663. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოჰჴდების ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინ მეფერა გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა

664. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი სისხლსა სისხლითა ფერებად გაჭრა ჴელია მიჯნურთა რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კულა შეჯერებად