... (S-4997), XIX ს.

548. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო ღ~თი იღთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო

549. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგიჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო

550. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

551. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს გული მინდორს არ გაიჭრას არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმა ჭურეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა მითხოს

552. ამაზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი იაგუნდი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნენ შვენიერნი ამხანაგნი

553. ავთანდილცა მასთან ტიროდა და მრავალი ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა

554. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

555. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნურსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

556. იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს ჴელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

557. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნაჴეს იცნეს რაგვარაცა მართებს ისრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქამდისა ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს

558. გაეგება მოეხვია ზედან დაზვდა პირი ჴელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლთა მღვრელი ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა

559. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედან დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსა თუ უნდა მცირსა

560. მოვიდეს სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდის ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული

561. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთვის დარბაზი და ხული

562. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაც მითხარ აგრე ვჰქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

563. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კვლავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

564. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უჴმობდი თავსა ფლიდობით აწ ვცან და გაცნევ ყუელსა მოვალ შვებით და მშვიდობით

565. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

566. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა