... (S-4997), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაორეთა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ჰყუნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქუს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის ჰშვენის ლომსა ჴმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევჰკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს მართ მშიერისა

4. იგი მზისა შესადარი არის ვითა მთვარე სრული ყოვლის ფრითა შემკობილი ვის ვთქვათ ვითა ალვა რგული მისნი მჭვრეტნი მას იტყუიან ედემს არის მოსული ქება მისი არვის ძალუცს რაზომც იყოს სიბრძნით სრული

5. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქუენი ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბადა კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

6. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყავისა ლბილისა

7. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ჴელოვანება ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელსტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთასჭირს ერთმანერთის მონება

8. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავსჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

9. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

10. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი მზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

11. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

12. ამა საქმესა მიჯნური ნუ უჴმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა ჰსთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგიავინ იქს სოფლისა თმობასა

13. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

14. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

15. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასახელოს რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

16. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის კულავ წამალი არსით არი ანუ მომცე განკურნება ანუ მიწა მე სამარი

17. ესე ანბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავჰთქუი საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

18. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა

19. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს