... (S-4997), XIX ს.

471. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ნავსა შიგან გავალაგდი არსით ნავი მამავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი

472. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყუელაკანი ამომიწყდა დამეჴოცა ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა

473. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღ~თი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

474. ერთია ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვსცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის სალხინოდ და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამნავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა

475. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხუდეს რამე ხენი ლაღნი

476. ჴეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

477. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირ პირ მას თურმე წყლული სტკიოდა ხმლისა ნატეხი დასვრილი აქვს სისხლი ჩამოზდიოდა მტერთა ექადდა სწყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

478. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწიე მისისა შეყრისა ვიყავ მდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

479. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

480. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატესუკაზმავსა საჭურველნი გარ ვერ ვითხენ

481. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი გარდავხეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამა ძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

482. ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდათავი მისი გაამჩივნა

483. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანოდ ვარდ გიშერი რომე რგავსო ღ~თნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

484. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუთხრობელი

485. მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს

486. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მამდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მომიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

487. ნავითა გამველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არა მოვკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნდეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა

488. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხამდა ვითა გამამაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

489. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხმალთა ელვა ნავი ვთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა