... (S-4997), XIX ს.

528. მაშა მე მისსა ანბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ დავდგები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

529. თუმცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

530. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

531. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ჴედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონნეს საჴედრობა სიფიცხენი

532. ფრიდონ გამამყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით

533. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კულავ ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

534. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მჴეცთა სიარულმან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამ ასმათსა სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

535. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქუენთა ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

536. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს ცხენთა თქუენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა მშვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეზომ არ ღაფალსა

537. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავჰყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდის თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნე ქვე მინდორნი და ზე მთანი

538. ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიჴოცეს ჯაჭუნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯნა ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს

539. დევთა ყვირილი ზახილი ზე ცამდის აიწეოდა მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძო მამიხდეს დავფრიწე დაიხეოდა

540. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები ჴელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვჰტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

541. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი ჩემთვის კაბად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს ჴმალი ცუდად მამიმახავს

542. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მხსენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

543. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა

544. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

545. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის კვდები მაგითა მას არა არ ელხინების

546. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გაინდა საქებარი მან სხვა უჴმოს მკურნალი და და მაჯისა შემტყუებარი მან უანბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მამდებარი სხვამან სხვისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

547. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ჴელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგათ ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი