... (S-4997), XIX ს.

1394. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელსა ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ განანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1395. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ჰინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მამკლაო სოფლისა მე სამსალამა

1396. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1397. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა ალხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1398. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხვალთა დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს

1399. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმელნი დააშინნეს კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1400. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს, გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა

1401. ქართველთა ღ~თისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა დამამგრებლად

1402. დავითის ქნანი ვითა ვჰთქუნე სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი ამითა მეფეთანი ვპოვენ და ლექსად გარდავთქუენ ამითა ვილაყბეთანი

1403. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

1404. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულ მესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა