... (S-4997), XIX ს.

451. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა აღმოვფხვრიდე სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე აქა ამბვისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა ოდეს ავთანდილს უამბო ტარიელმა

452. ესე კაცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე

453. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

454. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

455. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე რაშიგან ვართ ვთქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

456. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე

457. მიამბო ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა მიხმეთო ხმა მაღლად გაჴმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

458. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

459. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზად ეს ა

460. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უბრძანა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

461. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან ეგრე თქვა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვჰკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

462. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მამკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს

463. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე ღ~თსა უნდეს ვერა მიხვდე ვის ესე დააშლევინე

464. ჴელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოუქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

465. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდათ ეუბნეს არ აჯებითა, მაშიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქა დარაჯებითა

466. უბრძანა წადით დაჰკარგეთ მუნსადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ხმა მაღლად იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და მოვედი არა მგავს არცა სიპია

467. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მომკლევდეს ჩემი ძმა სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

468. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მართებს ამისა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშომელსა

469. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ კლდეთა და წყალია სრულად გავქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

470. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა