... (S-4997), XIX ს.

587. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კულავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

588. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

589. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხუდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

590. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყურისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს ვინცა იცისა ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან მზე მამეფაროს მე ცისა

591. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქუეით კოცნა მზისა წვერსა თუ გიახლო ერთხელ ვა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

592. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითღა ჩანს ნაასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

593. მესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე, რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე

594. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ჴელის მხდელი ამაზედა ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

595. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი თუ მოყვარისა გაყრილსა ახიო ეყოს ახი ოს

596. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

597. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება კულავ აჩრდილებს არ ადილებს

598. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარ მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

599. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგვით მორწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლით ამივსებს დაბმით დამაბა მახია აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

600. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაჲ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

601. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

602. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისათვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკვდილი ვერცა მეფეა რომელი

603. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

604. რა გათენდა კაცი მივა მამკითხავი დარბაზს მჴმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილ ნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრვიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოეკაზმა დაბდაბ ნობი

605. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

606. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს სრულნი