... (S-4997), XIX ს.

626. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვითა მტკიცი

627. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდსა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

628. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ჴელსა რასა მხდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმებ გამოსცდიან

629. აწ ვეზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს მამეხმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

630. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

631. ვეზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაჰქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვიტყვი მოვკვდე არა მგამა ჩემი მზეცა შენ მოგხვდების

632. რა ვეზირმან ესე უთხრა ადგა დარბას გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა წაემართა

633. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას ამბავი ჩემგან ცნებული

634. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

635. რაცა იცოდა მან ყოველი ჰკადრა მოშიშრად ენითა კულავ მოახსენა რამცა სცნა სიტყჳთა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა

636. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

637. ვითამც რამე სიხარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირა არად ვარგხარ არცა სხვად რად

638. ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს ოდეს სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭდნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

639. კვლავ უბრძანა თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქნილი

640. დადრკა სკამნი შემოსტყორცა ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცთუნა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიამბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა

641. ვეზირმან გლახ გამორიდნა მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

642. თქვა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძინ ვითა გაისვენოს

643. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა უკუ შავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვაჲ კარგი თავი უებრო დავჰკარგე დავაშავითა

644. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა არ იწყურვებს მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

645. ვით გამხადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღ~თნ თმობა