... (S-4997), XIX ს.

684. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ხანაგათა ზოგი ხიდთა გასადებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად

685. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებს არ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის

686. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინის ეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩვეულსა ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა

687. გასრულდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევითამცა ხარ თავითა მტერთაგან საკრძალველითა

688. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

აქა ლოცვა და წასვლა ავთანდილისაგან მის გზისა და გაპარვა მისი

689. ილოცავს იტყვის მაღალო ღ~თო ცათა და ხმელთაო ზოგჯერ მამცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულის თქმათაო

690. ღ~თო ღ~თო გეაჯები რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაჰბადე მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოფხვრი სიყვარულსა მისსა ჩემთვის დანათესსა

691. ღ~თო ღ~თო მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

692. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

693. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავჰყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვეზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

აქა ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა

694. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს გუშინდელი შენგან ქნილი მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათხოვე შენ ვაზირი გულის გული

695. თუ რად მაჴსოვნს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქ საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქჳ და სიტყუა გააკვლადე

696. კულავ მოახსენა ვეზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კულავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარე მე სრულად გელევი

697. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი

698. რა ვეზირი არ შევიდა კულავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის წასვლა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭუი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

699. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

700. კულავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყუელაი ვით წასრულ იყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად

701. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაჲ გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წახვდი სად დაჰკარგენ სინათლენი ეგე სვეტნი