... (S-4997), XIX ს.

607. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა ჰკრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ჴსენება არვისგან იკადრებოდა

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

608. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე

609. ვეზირმან სცნა გაეგება ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყვანისცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ხამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

610. ყმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი განანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან

611. დაჯდა მისთა შემჴედველთა გული მათი მართლად ჴელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისაჴელეს სულთქმა ბევრი აათასეს აღარა თუ აერთჴელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს ჯალაბობა გაათჴელეს

612. რა ჯალაბი გაიყარა ყმა ვეზირსა ეუბნების ეტყვის შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი მეფე იქს და შენ გეთნების გაიგონე ჭირი ჩემნი მკურნე რაცა მეკურნების

613. მის ყმისა ცეცხლი მედების წვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა ხამს სიყუარული მოყურისა უხვისა უშურველისა

614. მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მუახლეთა ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა უფრო დადცა დაებადა

615. ოდეს წამოველ შევჰფიცე ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა შენ ხარ გულითა ბნელითა ჟამია ჩემგან წასულისა ვიწვი ცეცხლითა ცხელითა

616. ყველასავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისულვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა

617. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მივედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა

618. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმა არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღ~თნ ნათელთა სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან

619. აწ მეფეო უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა აქა ჴელი რა მეხლების თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების

620. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

621. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

622. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება რა საწყენია

623. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

624. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გაათიო ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგრე თქვიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

625. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად დაღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ