... (S-4997), XIX ს.

702. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრა მე რა ვჰქნა გაზრდილო აწ სახლად მართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

703. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა

704. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

705. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყუელაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

706. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ჴედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგუყარნა რად გაგუწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინცაღა ვით დაგვიჭირნა

707. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

708. მოახსენა საწოლს ვჰპოე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

709. რა ანდერძი წაიკითხეს კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი

აქა წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

710. რა მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

711. აწყა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღრად ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის თუ მოჴსნის მიჰჴდის ცნობასა

712. რა მიიახლის დაბნედად ვერ ჴელ ყვის გაძვრად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მგზავსად წყაროსა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

713. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს

714. მე რა ვქნა შენად შეყრამდი ანუ რას მეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

715. ტირს იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო ინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მამკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდი პატიჟთა თმანო

716. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

717. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან სათნი დავჰკარგე, მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

718. ამას მოთსქმიდის იწოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსვლა იამებოდის მას ამგზავსებდის ილხენდის უჭურეტდის ეუბნებოდის

719. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა

720. ღამე ალხენდის დღე სჯიდის ელის ჩასვლასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიჴდის უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა