... (H-925), XVIII ს.

451. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

452. მონა მოვიდა მიანბო ამბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

453. მე ვისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანისსცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

454. მიანბე მისი ამბავი სხუად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა

455. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არვინ მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

456. ღ~თნ თუ მცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

457. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

458. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა ნახო შენცა გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

459. აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი იათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

460. ასრე წვა რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კვლავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

461. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხურიტნა

462. ზე წამოჯდა ფერმიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

463. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

464. ასმათის ნახვა მიამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პასუხად

465. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

466. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

467. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

468. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრამ შევკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა