... (S-1727), 1837 წ.

450. მივეც ერთი დიდებული: თანა სპანი წავატანენ჻ ციხოვანნი ერთობილნი: ჩემს წინაშე მოვიყვანენ჻ ჴელთა მამცეს სიმაგრენი: ომი ასრე შევანანენ჻ საჭურჭლენი სიმრავლითა: რამცა ვით დავაგვანენ჻

451. მაშინღა შეველ ხატაეთს: მოვლად და მოსათვალავად჻ კლიტენი საჭურჭლეთანი: მომართვეს დაუთვალავად჻ ქვეყანა ჩავსხი უბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად჻ მზემან არ დაგწვენ იცოდით: დაგყარე გაუგვალავად჻

452. საჭურჭლენი გარდავნახენ: თავის თავის კიდის კიდე჻ უცხო ფერთა საჭურჭლეთა: დავშურები თუ მოვსთვალვიდე჻ ერთგან ვნახე საკვირველი: ყაბაჩა და ერთი რიდე჻ თუმცა ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე჻

453. ვერა შევიგენ რა იყო: ანუ ნაქმარი რაულად჻ ვისცა უჩვენი უკვირდის: ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად჻ არცა ლარულად ჰგებოდა: მას ქსელი არ ორხოულად჻ სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა: ვჰთქვი ცეცხლთა შენართაულად჻

454. იგი საძღვნოდ მისად დავსდევ: ვისი შუქი მანათობდა჻ მეფისათჳს დავარჩივე: საარმაღნოდ რაცა სჯობდა჻ ჯორ აქლემი ათჯერ ასი: ყველაკაი წვივ მაგრობდა჻ დატვირთული გაუგზავნე: ამბავსაცა კარგსა სცნობდა჻

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატელთა ზედა჻

455. წიგნი დავსწერე მეფეო: სვემცაა თქვენი სვიანად჻ მე ხატაელთა მიმუხთლეს: თუმცა მათ ეცა ზიანად჻ ჩემი ამბავი მართალი: ამად გაცნობე გვიანად჻ მეფე შევიპყარ მოგივალ: მე ალაფიან ტყვიანად჻

456. რა ყველაი დავიურვე: ხატაეთით გავემგზავრე჻ წამოვიხვენ საჭურჭლენი: საჴელმწიფო დავიურე჻ ვერ მოვეყავ აქლემითა: აზავრები ვააზავრე჻ მოვირჭვენ და მოვივლინე: რაცა მწადდა აგრე ვყავრე჻

457. ხატაეთისა ჴელმწიფე: მომყვანდა შეპყრობილია჻ ჰინდოეთს მიველ მეგება: ჩემი გამზრდელი ტკბილია჻ რა ქება მითხრა არ ითქმის: ჩემგან სათქმელად წბილია჻ ჴელი გამიხსნა შემამკრა: მან სახვეველი ლბილია჻

458. დადგეს ტურფანი კარავნი: მოედანს ჩამოდგომილსა჻ საუბრისა და ჭვრეტისა: ჩემისა მას მონდომილსა჻ მას დღესა ედვა ნადიმი: მას შიგან გარდახდომილსა჻ მიალერსებდეს მიჭვრეტდა: წინაშე ახლოს ჯდომილსა჻

459. მას ღამე ვსხედით ნადიმად: მუნ ამოდ გავიხარენით჻ დილასა ქალაქს შევედით: მოედნით ავიყარენით჻ მეფემან ბრძანა ლაშქარნი: მიჴმენით შემომყარენით჻ დღეს ხატაელნი მიჩვენეთ: ტყვენიცა შემამგვარენით჻

460. რამაზ მეფე მას წინაშე: მე შეკრული მოვიყვანე჻ ტკბილად ნახა ჴელმწიფემან: ვითა შვილი სააკვანე჻ ორგული და მოღალატე: ნამსახურსა დავაგვანე჻ ესე არის მამაცისა: მეტის მეტი სიმგულვანე჻

461. მას მეფესა ხატაელსა: უმასპინძლა უალერსა჻ ჟამიერად უბრძანებდის: საუბარსა მათსა ფერსა჻ ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს: მე სიტყვასა ლმობიერსა჻ შეუნდობო ხატაელსა: მას აქამდის შენა მტერსა჻

462. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან: შეუნდობს შეცოდებულსა჻ უყავით თქვენცა წყალობა: მას ღონე გაცუდებულსა჻ რამაზს უბრძანებს იცოდი: გაგგზავნი შეწყალებულსა჻ მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა: ჩვენს წინა გაწბილებულსა჻

463. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს: დრაჰკანი ასჯერ ასია჻ კვლავ ხატაური სამასი: სხვა სტავრა სხვა ატლასია჻ მერმე ყველანი დამოსა: იგი და მისი ხასია჻ შეწყალებული გაუშვა: უყო რისხვისა ფასია჻

464. ხატაელმან დაუმადლა: დადრკა მდაბლად ეთაყვანა჻ მოახსენა ორგულობა: თქვენი ღთ~ნ შემანანა჻ თუღა ოდეს შეღაგცოდო: მაშინ მამკალ მემცა განა჻ წავიდა და ყველაკაი: მისი თანა წაიტანა჻

465. მოვიდა კაცი მეფისა: ცისკრობს არ დანაღამია჻ ებრძანა რა შენ გაყრივარ: მას აქეთ თვეო სამია჻ მინდორს მოკლული ისრითა: ნადირი არ მიჭამია჻ არ დამაშვრალხარ წამოდი: თუმცა დაშრომის ჟამია჻

466. შევეკაზმე დარბაზს მიველ: დამხვდა ჯარი ავაზისა჻ შავარდნითა სავსე იყო: სრულად არე დარბაზისა჻ მეფე იჯდა შეკაზმული: შვენებითა მგზავსი მზისა჻ გაეხარნეს მოსვლა ჩემი: ტურფისა და ლამაზისა჻

467. იდუმალ ცოლსა ეუბნა: მართ ჩემგან უცოდნელია჻ ომით მოსრული ტარიელ: საჭვრეტად სასურველია჻ მან გაანათლოს მჭვრეტელთა: გული რაზომცა ბნელია჻ რაცა დაგვედრო საქნელად: ჰქენ არა საზოზღნელია჻

468. აწ მითქვამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული჻ რადგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული჻ ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული჻ გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული჻