... (H-66), 1832 წ.

450. მე ვკადრე ღ~თი ვინადგან: შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა: მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანებს იცოდი: გაგგზავნი შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა: ჩვენს წინა გაწბილებულსა

451. ხარაჯი დასდვეს შეჰკვეთეს: დრაჰკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაური სამასი: სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველანი დამოსა: იგი და მისი ხასია შეწყალებული გაუშვა: უყო რისხვისა ფასია

452. ხატაელმან დაუმადლა: დადრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა: თქვენი ღთ~ნ შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო: მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყველაკაი: მისი თანა წაიტანა

453. მოვიდა კაცი მეფისა: ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა რა შენ გაყრივარ: მას აქეთ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა: ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წამოდი: თუმცა დაშრომის ჟამია

454. შევეკაზმე დარბაზს მიველ: დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო: სრულად არე დარბაზისა მეფე იჯდა შეკაზმული: შვენებითა მგზავსი მზისა გაეხარნეს მოსვლა ჩემი: ტურფისა და ლამაზისა

455. იდუმალ ცოლსა ეუბნა: მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ: საჭვრეტად სასურველია მან განანათლოს მჭვრეტელთა: გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად: ჰქენ არა საზოზღნელია

456. აწ მითქვამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული

457. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა

458. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის: მათრლად არს არ კატაბანი

459. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

460. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

461. ნაომარსა დაკოდილსა: ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება

462. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე: ამითა მეარმებოდა

463. შეიქნა სმა და პურობა: მგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი: არს უნახავი თვალისა თასი და ჭიქა ყველაი: ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან: არცა გაშვება მთვრალისა

464. მე მუნა მყოფი მივეცი: შვებასა მეტის მეტასა რა შემამხედნის შევხედნი: ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი: გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირის პირ: საყვარელისა ჭვრეტასა

465. დააგდეს მღერა მუტრიბთა: სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ: ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი: მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი: არ ცუდად იმკვეხარიან

466. აწ თუმცა გმართებს შემოსვა: ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა: არ აგჴდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი კლიტენი: ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს: ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

467. კვლაცა დაჯდა მხიარული: მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა: ბარბითა და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს: შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა: სიხარული გვანდა ვერა

468. ავიყარენით მიგვჭირდა: სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოველ შემექმნა: ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე იმა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის: გონება მისგან ჭვრეტისა

469. მონა მოვიდა მიანბო: ანბავი მე მართალიო თქვენსა ანბავსა იკითხავს: აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ: ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი: ჩემს წინა მომავალია