... (Q-609), XIX ს.

450. მას მზესა ტანსა ემოსნეს: ნარინჯის ფერნი ჯუბანი: ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა: დას დასად უბან უბანი: სრულად ნათლითა აევსო: სახლი შუკა და უბანი: მუნ ვარდსა შუა შვენოდეს: ძოწ მარგალიტნი ტყუბანი:

451. ნაომარსა დაკოდილსა: ჴელი ჴელსა ჩამომება: დედოფალი საჯდომთაგან: ადგა წინა მამეგება: ვითა შვილი გარდამკოცნა: ღაწვი ვარდი დამილება: მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით: თუღა მტერი შეღაგება:

452. ახლოს დამისვეს ადგილსა: მუნ სადა მიამებოდა: პირის პირ მიჯდა იგი მზე: გული ვისთვისცა კვდებოდა: მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა: სხვად არად მეგონებოდა: თვალნი მოვსწყვიდო: სიცოცხლე ამითა მეარმებოდა:

453. შეიქნა სმა და პურობა: მგზავსი მათისა ძალისა: სხუა გახარება ასეთი: არს უნახავი თვალისა: ჯამი და ჭიქა ყველაი: ფეროზისა და ლალისა: არვისი ბრძანა მეფემან: არცა გაშვება მთურალისა:

454. მე მუნა მყოფი მივეცი: შვებასა მეტის მეტასა: რა შემომხედნის შევხედნი: ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი: გულსა შმაგსა და რეტასა: რა უამია პირის პირ: საყვარელისა ჭურეტასა:

455. დააგდეს მღერა მუტრიბთა: სულეთო თავი ხარიან: მიბრძანეს შვილო ტარიელ: ვით გითხრათ ვით გვიხარიან: ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი: მით ჩვენნი ვაგლახ არიან: მართალ არს შენნი მჭურეტელნი: არ ცუდად იმკვეხარიან:

456. აწ თუცა გმართებს შემოსვა: ვის მორჭმით მოგივლენიან: არ შეგმოსთ მაგა კაბათა: არ აგჴდით ტურფად გშვენიან: აწ გქონდეს ასი კლიტენი: ვის შუქნი მოგიფენიან: თვით შეიკერე რაცა გწადს: ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან:

457. კულაცა დაჯდა მხიარული: მოიმატა სმა და მღერა: კულავ გაგრძელდა ნადიმობა: ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა: დედოფალნი წამოვიდნეს: შეეყარა მწუხრსა დღე რა: ძილ პირამდის სიხარულსა: სიხარული გვანდა ვერა:

458. ავიყარენით მიგვჭირდა: სმა დოსტაქნისა მეტისა: საწოლს შემოველ შემექმნა: ცნობა მათ ვითა რეტისა: ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე იმა ცეცხლთა შრეტისა: მეგონებოდა მალხენდის: გონება მისგან ჭვრეტისა:

459. მონა მოვიდა მიამბა: ამბავი მე მართალიო: თქვენსა ამბავსა იკითხავს: აჯიღოსანი ქალიო: მაშინვე ვიცან ავიჭერ: ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო: მოვიდა ვნახე ასმათი: ჩემს თანა მომავალია:

460. მე ვისთვის ვკვდები მიამა: ასმათის ნახვა მე მისად: აღარ მიუშვი ვაკოცე: ქნადღა თაყვანის სცემისად: ჴელი მოვჰკიდე დავისვი: ახლოს ტახტისა ჩემისად: ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა: მორჩი ალვისა ხე მისად:

461. მიამბე მისი ამბავი: სხუად ნურას მეუბნებია: მითხრა თუ გკადრებ ამბავსა: აწ ჩემგან არა სთნებია: დღეს ერთმანერთი გინახავს: და ტურფად მოგწონებია: აწ კვლაცა ცნობა ამბვისა: მას ჩემგან უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი:

462. წიგნი მამართვა ჩავხედენ: პირისა თემთა მნათისა: ეწერა ვნახე სიტურფე: წყალ ჯავარისა შენისა: ომ გარდახდილი შვენოდი: შენატევები ცხენისა: არ ავი მიმჩანს მიზეზი: ჩემისა ცრემლთა დენისა:

463. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი: ქებად შენად უშენოს: შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი: მაშა მომკლავ უშენოსა: მზემან ლომსა ვარდ გიშერნი: ბაღი ბაღჩად უშენოსა: შენმან მზემან თავი ჩემი: არვის მართებს უშენოსა:

464. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა: მაგრა ცუდად არ იდენო: ამას იქით ნუღარა სტირ: გულსა ჭირსა არიდენო: შენნი მჭურეტნი ჩემთა მჭურეტთა: აგინებენ მარიდენო: რომე წეღან მოგეხვივნეს: იგი ჩემთვის არიდენო:

465. იგი მე მამცენ რიდენი: რომელნი წეღან გშვენოდეს : რა მნახო გიამოს: შენეულითა მშვენოდეს: ესე სამკლავე შეიბი :თუ ჩემი გაღაგვლენოდეს: ერთი ასეთი ცოცხალსა: სხვა ღამე არ გაგთენოდეს:

466. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ: ტირს ჭირი ეათასების: თქუა მე მაქვს სამჴრე რომელი: კვლა წინას მკლავსა მას ების: იგი შეიხსნა მოიღო: თვალვით არ დაიფასების: პირსა დაიდვა დაცაბნდა: ქვე მკუდართა დაედასების:

467. ასრე წვა რომე არ გვანდა: მკვდარი სამარის კარისა: ორგნით ჩანს ლები მჯიღისა: მართ გულსა გარდნაკარისა: ასმათს სდის ღვარი ცრემლისა: ღაწვთაგან ნახოკარისა: კულავ წყალსა ასხამს უშველის: ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა:

468. ავთანდილცა სულთქნა მწარედ: დაბნედილსა შემოსჭურიტნა: ასმათ ვამნი გაამრავლნა: ცრემლმან მისმან ქუანი ხვრიტნა: მერმე სულად მოაქცია : ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა: თქუა ცოცხალვარ საწუთრომან: ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა: